მუსიკის ფაკულტეტი

აკადემიური სიმღერის დეპარტამენტი

აკადემიური პერსონალი

გვარი და სახელი: ვარშანიძე ნოდარი
აკადემიური თანამდებობა: პროფესორი

სსიპ - ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტი

                                                  ვარშანიძე ნოდარი

                                                       თანამდებობა - სრული პროფესორი

                                                       საკონტაქტო ინფორმაცია 

                                                       საცხოვრებელი მისამართი : ქ. ბათუმი, 

                                                      რუსთაველის ქ. 59, ბ. 25

                                                      მობილური - 577 42 64 31, 577 16 55 07.

                                                      ოჯახური მდგომარეობა - დაოჯახებული.

  

                 სალექციო კურსი  -  აკადემიური სიმღერა

 

სამუშაო გამოცდილება

 

1.მუშაობის პერიოდი - 2014  წლიდან  დღემდე;

სამსახურის დასახელება - ბათუმის ხელოვნების სასწ. უნივერსიტეტი;

სამსახურის მისამართი -

თანამდებობა - სრული პროფესორი.

 

2.მუშაობის პერიოდი - 2010-დან 2014 წლამდე;

სამსახურის დასახელება - ბათუმის ხელოვნების სასწ. უნივერსიტეტი;

სამსახურის მისამართი -

თანამდებობა - სრული პროფესორი.

 

3.მუშაობის პერიოდი - 2004-დან 2010 წლამდე;

სამსახურის დასახელება - ბათუმის სახელმწიფო კონსერვატორია;

სამსახურის მისამართი - დ. თავდადებულის ქ.;

თანამდებობა - სრული პროფესორი.

 

4.მუშაობის პერიოდი - 1995-დან 2004 წლამდე;

სამსახურის დასახელება - ბათუმის ხელოვნების სახ. ინსტიტუტი;

სამსახურის მისამართი - ქ. ბათუმი, თამარის დასახლება;

თანამდებობა - ინსტიტუტის სასწ. დარგის პრორექტორი (1995-1998),

                           ინსტიტუტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელი

                           (1998-1999), ინსტიტუტის I პრორექტორი (1999-2004).

 

5.მუშაობის პერიოდი - 1991-დან 1995-მდე;

სამსახურის დასახელება - ქ. თბილისის ვ.სარაჯიშვილის სახ. სახელმწ.

                                                კონსერვატორიასთან არსებული ექსპერ. მუს.

                                                სკოლა;

სამსახურის მისამართი - ქ. თბილისი, გრიბოედოვის ქ.

თანამდებობა - ილუსტრატორი-მომღერალი.

 

6.მუშაობის პერიოდი - 1983-დან 1991 წლამდე;

სამსახურის დასახელება - თბილისის   სახელმწ.  კონსერვატორიასთან

                                                არსებული საოპერო სტუდია;

სამსახურის მისამართი - ქ. თბილისი, გრიბოედოვის ქ.;

თანამდებობა - საოპერო სტუდიის სოლისტი/

 

7.მუშაობის პერიოდი - 1980-დან 1987 წლამდე;

სამსახურის დასახელება - საქ. მუსიკალურ-ქორეოგრაფიული საზოგა-

                                                დოება;

სამსახურის მისამართი - თბილისი, ჭონქაძის ქ.

თანამდებობა - ანსამბლ ,,თბილისის კამერატას’’ სოლისტი.

 

8.მუშაობის პერიოდი - 1980  წლამდე   მითითებულია   ჩემს   შრომის

                                          წიგნაკში, რომელიც ინახება ბათუმის ხელოვნების

                                          სასწავლო უნივერსიტეტში.

 

 

განათლება და სამეცნიერო ხარისხი

1.     ბათუმის ზ. ფალიაშვილის სახ. სამუსიკო სასწავლებელი -1971-1975 (ვოკალური, წარჩინებით);

  1. ბათუმის შ. რუსთაველის სახ. პედ ინსტიტუტი - 1972-1976 წწ.

(მათემატიკის სპეციალობა);

3.     თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახ. სახელმწ. კონსერვატორია -      1979-1982 წწ. წარჩინებით (კატეგორია - საოპერო და საკონცერტო მომღერალი, მასწავლებელი). დ. ანდღულაძის სახელობის სტიპენდიანტი;

4.     თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახ. სახელმწ. კონსერვატორია - ასისტენტურა-სტაჟირების სრული კურსი, წარჩინებით - 1989-1992 წწ.

5.     2001 წლის 6 მარტს,  ვ. სარაჯიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პროფესორთა საბჭოს გადაწყვეტილებით მომენიჭა დოცენტის სამეცნიერო-პედაგოგიური წოდება;

6.     2002 წლის 6 სექტემბერს, ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო ინსტიტუტის სამეცნიერო-სამხატვრო საბჭოს ფარული კენჭისყრის შედეგად დავინიშნე პროფესორის თანამდებობაზე;

 

 

დამსახურებები

1.   საქ. მუსიკალურ-ქორეოგრაფიულმა საზოგადოებამ და საქ. სამუსიკო საზოგადოების გამგეობამ, ქართული ესტრადის პოპულარიზაციის, საოპერო და საკონცერტო ხელოვნების განვითარების საქმეში შეტანილი წვლილისათვის   წარმადგინეს საქართველოს დამსახურებული არტისტის საპატიო წოდებაზე      (1990 წ.) ;

2.   1998 წ. -  მემედ აბაშიძის სახელობის სახემწიფო პრემია;

3.   2000 წ. - აბუსერისძე ტბელის სახელობის სახელმწიფო პრემია;

4.   2001 წ. - ღირსების ორდენის კავალერი;

5.   2003 წ. - აჭარის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე;

6.   2016 წ. - ბათუმის საპატიო მოქალაქის წოდება.

 

დამატებითი ინფორმაცია

ვარ  სამეცნიერო  ნაშრომების  ავტორი (ხელნაწერი, ნაბეჭდი  თუ სტამბური  წესით  გამოქვეყნებული, მათ შორის -  წაკითხული სხვადასხვა  დროს პროფესორ - მასწავლებელთა  სამეცნიერო  კონფერენციებზე). ორი  მათგანი - ,,სოლო  სიმღერა’’ და ,,საოპერო  მომზადების  კურსი’’,  ინახება  კონსერვატორიის  სამეცნიერო  და სასწავლო  მეთოდური  ნაშრომების  ხელნაწერთა ფონდში. განსაკუთრებით   გამოვყოფდი  თემატური  ხასიათის  სახელმძღვანელოს  - ,,ვოკალური  ხელოვნების  საკითხები’’ (340  გვ.  ,,გამომცემლობა აჭარა’’, 2004 წ.), რომლის  რედაქტორია  საქართველოს  სახალხო  არტისტი,  პროფესორი  ნოდარ  ანდღულაძე. (წიგნი შეიძლება  ჩაითვალოს  პირველ  თემატურ  სახელმძღვანელოდ,  ქართული  ვოკალური  ხელოვნების  150  წლიან  ისტორიაში.).                                             

  2016 წელს კი, გამომცემლობა ,,აჭარამ’’ გამოსცა ჩემი მეთოდური სახელმძღვანელო ,,ვოკალურ-საშემსრულებლო ხელოვნების ისტორია და თეორია’’  (440 გვ.), რომელიც მიეძღვნა უდიდესი ქართველი მაესტროს, საქ. სახალხო არტისტისა და პროფესორის, ბ-ნ ნოდარ ანდღულაძის ნათელ ხსოვნას.

კონსერვატორიის  კურსდამთავრებულთა  შორის, ჩემს მოსწავლეებიდან  განსაკუთრებით  გამოვყოფდი :

      ა) მზექალა  მახარაძეს -  რომელიც  იყო  ბათუმის  ოპერისა და ბალეტის  სახ. თეატრის  სოლისტი (შესრულებული აქვს  მარიხის  პარტია  ზ. ფალიაშვილის  ოპ.  ,,აბესალომ  და  ეთერი’’-ში);

     ბ) ალიონა  ტიმოფეევას -  რომელიც  იყო ბათუმის საოპერო სტუდიის სოლისტი (შესრულებული აქვს სანტუცას პარტია მასკანის ოპ. ,,სოფლის პატიოსნება’’-ში). იგი  დღესდღეობით  იმყოფება  ისრაელის სახელმწიფოში, სადაც  დიდი წარმატებით ეწევა საკონცერტო-საოპერო მოღვაწეობას და  ითვლება  უაღრესად  პერსპექტიულ მომღერლად. დაგეგმილი აქვს საკონცერტო-საგასტროლო ტურნეები ამერიკის შეერთებულ შტატებსა და მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში;

    გ) სულხან  ჯაიანს - რომელიც  ბათუმის სახელოვნებო სასწავლო უნივერსიტეტის ბაკალავრის სრული კურსის გავლის შემდეგ (აკადემიური სიმღერის სპეციალობით), სწავლას აგრძელებს აღნიშნული უნივერსიტეტის მაგისტრატურაში.  იგი, გარკვეული პერიოდიდან მოყოლებული, არის ბათუმის მუსიკალურ ცენტრთან არსებული საოპერო სტუდიის  სოლისტი, სადაც  შესრულებული აქვს ბანის წამყვანი პარტიები მთელ რიგ ოპერებში.

      იშვიათი სილამაზისა და სიძლიერის მქონე ხმისა  და  ვოკალურ-საშემსრულებლო შესაძლებლობათა  გამო  მან  დიდი ხანია  მიიქცია საქართველოს მუსიკალური საზოგადოების, მუსიკალურ სფეროში ცნობილი  დირიჟორებისა  და ვოკალის მაესტროთა ყურადღება. 2008 წელს ქ. თბილისში ჩატარებულ მუსიკოს-შემსრულებელთა კონკურზე, ისეთმა ცნობილმა მუსიკის კორიფემ, როგორიც არის ბ-ნ ვაჟა ჩაჩავა  -       ს. ჯაიანი აღიარა სქართველოს  ერთ-ერთ საუკეთესო ხმად. 2010 წელს,     ქ. თბილისში ჩატარდა მსოფლიოში სახელგანთქმული ქართველი საოპერო ბარიტონის   ბ-ნ  ლადო ათანელის  სახელობის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდის (,,თანადგომა’’ ) პრეზენტაცია-კონკურსი, რომელზედაც ს. ჯაიანმა მიაღწია ბრწყინვალე გამარჯვებას, გახდა  ლადო ათანელის სახ. პრემიის ლაურეატი და I ადგილის მფლობელი.     იტალიაში, მილანში ლა-სკალას აკადემიაში  მასტერკლასებში მონაწილეობისა და   საფრანგეთში  ქალაქ  ტულუზას  უმაღლეს  სამუსიკო  აკადემიაში  სტაჟირების  გავლის შემდეგ,  ღებულობდა  მონაწილეობას  პარიზში, ტულუზასა  და  მარსელში  გამართულ  გალა  კონცერტებსა  თუ  საოპერო  სპექტაკლებში. ის ამჟამადაც აგრძელებს თავის ნაყოფიერ და წარმატებულ საოპერო შემოქმედებას.

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031