ახალი ამბები

მარია შურის სახელობის კონკურსი

15 მაისი 2015 წელი

ხელოვნების უნივერსიტეტის მუსიკის ფაკულტეტზე დამსახურებული პედაგოგისა და პიანისტ-შემსრულებლის მარია შურის სახელობის კონკურსი დაიწყო. მასში 13 კონკურსანტი მონაწილეობს. ღონისძიების პირველ დღეს მუსიკალური ნომრები მარია შურის მოსწავლეებმა შეასრულეს. საპრიზო ადგილზე გასული კონკურსანტები ფულად ჯილდოს მიიღებენ. კონკურსი 18 მაისს ლაურეატთა კონცერტით დასრულდება, რომლიც ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტის ორგანიზებითა და აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ტარდება.
სრულად

მადლობის სიგელი თამაზ ცერიაშვილს

14 მაისი 2015 წელი

ხელოვნების უნივერსიტეტის მუსიკის ფაკულტეტის პროფესორს, დამსახურებულ მასწავლებელს, ღირსების ორდენის კავალერს თამაზ ცერიაშვილს ხანგრძლივი და ნაყოფიერო მოღვაწეობისათვის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების კულტურისა და სპორტის მინისტრმა ბატონმა გიორგი თავამაიშვილმა საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით გადასცა მადლობის სიგელი.
სრულად

გაიხსნა პიანისტ-შემსრულებელთა კონკურსი

14 მაისი 2015 წელი

სამუსიკო სკოლა-თერთმეტწლედის საკონცერტო დარბაზში 14 მაისს გაიხსნა და 18 მაისს დასრულდება საქართველოს დამსახურებული პედაგოგის მარია შურის სახელობის პიანისტ-შემსრულებელთა კონკურსი. (იხ. კონკურსის განრიგი)
სრულად

'ბათუმის მოდა 100 წლის წინ'

14 მაისი 2015 წელი

ქაღალდისა და მაქმანებისგან შექმნილი მოდელების მიერ გაცოცხლებული 100 წლის წინანდელი მოდა. რეტრო სტილი, რომელიც ძველ ბათუმთან ასოცირდება, ხელოვნების უნივერსიტეტის სტუდენტებმა ორიგინალური ფორმით წარმოადგინეს. ექსპოზიცია 19 მაისს ხელოვნების მუზეუმში გადაინაცვლებს და მისი ნახვის საშუალება დამთვალიერებელს კიდევ ერთხელ მიეცემა.
სრულად

ნაბიჯი უკეთესი მომავლისთვის! ტრენინგი „მეწარმეობაში“

11 მაისი 2015 წელი

„ახალგაზრდების სამეწარმეო შესაძლებლობების მხარდაჭერა საქართველოში“
ბიზნეს საკონსულტაციო ქსელი (BCNG) ჰარჯუს ეკონომიკური განვითარების ცენტრთან „ (HEDC) პარტნიორობით ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და USAID-ის დაფინანსებით შესაძლებლობას აძლევს ახალგაზრდებს განახორციელონ ბიზნეს პროექტები. პროექტი მიზნად ისახავს საქართველოში ახალგაზრდების ( მათ შორის ძირითადად დევნილების ) სამეწარმეო საქმიანობის განვითარებას.(იხ. ტექსტი სრულად)
სრულად

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031