ახალი ამბები

დაიწყო ახალი სასწავლო წელი

14 სექტემბერი 2015 წელი

ახალი სასწავლო წელი საზეიმოდ გაიხსნა ხელოვნების უნივერსიტეტში. საზეიმო გახსნაში მონაწილეობდნენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ავთანდილ ბერიძე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი აკაკი ძნელაძე, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელი მერაბ ხალვაში, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ვიცე რექტორი ირაკლი კაცაძე, პოეტი ბელა ქებურია. საპატიო სტუმრებს შორის იყვნენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ქ. ბათუმის საკრებულოს, მედიისა და საზოგადოებრიობის წარმომადგენლები. გაიმართა პირველკურსელთა საზეიმო კურთხევა და საზეიმო კონცერტი.
სრულად

მასტერკლასები BIAF-ის პროგრამის ფარგლებში

12 სექტემბერი 2015 წელი

მიმდინარე წლის 13-20 სექტემბერს ტარდება ბათუმის X საერთაშორისო საავტორი კინოს ფესტივალი. ფესტივალის პროგრამით გათვალისწინებულია მასტერკლასების ჩატარება ხელოვნების უნივერსიტეტში: 16 სექტემბერი 12-00 საათზე მაია კომოროვსკას მასტერკლასი სამსახიობო ხელოვნებაში; 17 სექტემბერი 14-30 სთ. ენდრიუ ვიალი - "პრაქტიკული ვორკშოპი რეჟისურასა და სამსახიობო ხელოვნებაში"; 18 სექტემბერი 13-30 სთ. ზელმირ ზილკინი - "დოკუმენტური ფილმების გადაღება".
სრულად

საქართველოში ლატვიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის ქალბატონ ე. გაველეს ვიზიტი უნივერსიტეტში

5 სექტემბერი 2015 წელი

ხელოვნების უნივერსიტეტს ესტუმრა საქართველოში ლატვიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ქალბატონი ე. გაველე. უნივერსიტეტის რექტორსა და ელჩს შორის გამართულ შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტსა და რიგის უმაღლეს სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის თანამშრომლობის პერსპექტივაზე. ელჩმა ლატვიაში დაბეჭდილი ახალი წიგნები საჩუქრად გადასცა უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას.
სრულად

რექტორთა შეხვედრა ტრაპიზონში

4 სექტემბერი 2015 წელი

თურქეთის რესპუბლიკის ქალაქ ტრაპიზონის ევრაზიის უნივერსიტეტში გაიმართა რექტორთა შეხვედრა, რომელშიც საქართველოდან მონაწილეობდნენ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო ინივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელი მ. ხალვაში, ბათუმის საზღვაო აკადემიის რექტორი ი. შარაბიძე, ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის რექტორი ე. მესხია, თურქეთის რესპუბლიკიდან ტრაპიზონის, რიზესა და ართვინის უნივერსიტეტების რექტორები, თურქეთის გენერალური კონსული ბათუმში ი. თემიზქანი, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები. შეხვედრაზე განხილულ იქნა წინადადებები მომავალ თანამშრომლობასთან დაკავშირებით.
სრულად

გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი

4 სექტემბერი 2015 წელი

თურქეთის რესპუბლიკის ქალაქ ტრაპიზონის ევრაზიის უნივერსიტეტში ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტსა და ევრაზიის უნივერსიტეტს შორის.
სრულად

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930