ახალი ამბები

14 მარტი 2018 წელი - სტუდენტები პრაქტიკაზე სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში

დღეს ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში დაიწყო ხელოვნების უნივერსიტეტის კულტურისა და ხელოვნების მენეჯმენტის საბაკალავრო–საგანმანათლებლო პროგრამის IV კურსის სტუდენტების პრაქტიკული მუშაობა
სრულად

კულტურული ტურიზმის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის პერსონალის შეხვედრა სტუდენტებთან და პოტენციურ დამსაქმებლებთან.

სრულად

ტრენინგი უმაღლესი სასწავლებლების აკადემიური პერსონალისთვის

ხელოვნების უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში დღეს დაიწყო და ხვალ გაგრძელდება ტრენინგი, რომელსაც „კერძო უმაღლესი სასწავლებლების ასოციაციის“ წარმომადგენლები ატარებენ. ტრენინგისმონაწილეები ორი დღის განმავლობაში გაეცნობიან აკრედიტაციასთან დაკავშირებულ პროცედურებს. ისაუბრებენ ავტორიზაციისა და აკრედიტაციის ახალ სტანდარტზე, ადამიანური რესურსების მართვის საკითხებზე, ასევე, სტუდენტთა შეფასების განახლებულ სისტემაზე. წლის ბოლოს უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებს სააკრედიტაციო ვადა ეწურებათ, რისთვისაც მოსამზადებელი პერიოდი უკვე დაიწყო.
სრულად

9 მარტი 2018 წელი - ახალგაზრდა პროფესიონალი, რომელიც მუდამ ახლის ძიებაშია

სრულად

ერთობლივი საერთაშორისო კინოპროექტი „ბათუმის ერთი დღე“

მიმდინარე წლის 26 თებერვალს დაიწყო და 7 მარტს დასრულდა ერთობლივი საერთაშორისო კინოპროექტის „ბათუმის ერთი დღე“ პირველი ეტაპი. პროექტში ჩართული იყვნენ პოლონეთის ქალაქ ლოძის კინოსკოლის წარმომადგენლები ცნობილი კინოდოკუმენტალისტები პროფესორი მიროსლავ დემბინსკი, პროფესორი მიროსლავა დემბინსკა და მთავარი მენეჯერი ვიქტორია ოგნევა. თბილისის კინოსკოლას წარმოადგენდა კინო-ტელე ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ოთარ ლითანიშვილი და ამავე ფაკულტეტის პროფესორი, დავით ჯანელიძე, ხოლო ბათუმის კინოსკოლას, უივერსიტეტის კინო-ტელე ხელოვნების დეპარტამენტის უფროსი, პროფესორი ზაზა ხალვაში.
სრულად

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031