დამსაქმებელი

შეხვედრა აჭარის ახალგაზრდობის რეგიონულ ცენტრის წარმომადგენლებთან

სურათი

9 ოქტომბერი 2019 წელი

2019 წლის 9 ოქტომბერს 14:00 საათზე ხელოვნების უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში შემოქმედებითი პროექტების მართვისა და სტუდენტთა კარიერული მხარდაჭერის განყოფილების ინიციატივით გაიმართა შეხვედრა აჭარის  ახალგაზრდობის რეგიონულ ცენტრის წარმომადგენლებთან. ცენტრს წარმოადგენდნენ: დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი დავით მიქელაძე, საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მუნიცეპალიტეტებთან კოორდინაციის სამსახურის უფროსი თენგიზ დოლიძე, საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ღონისძიებათა დაგეგმვის სპეციალისტი მარიამ ბაიდოშვილი. შეხვედრას ესწრებოდა უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი მაია ჭიჭილეიშვილი.

        სტუმრებმა უნივერსიტეტის სტუდენტებს გააცნეს ორგანიზაციის მისია, მიზნები, ამოცანები, განხორციელებული და დაგეგმილი პროექტები. აღნიშნეს, რომ ყველა პროექტი ემსახურება ახალგაზრდა თაობის თანამედროვე მოღვაწეობისთვის მსოფლიოში აღიარებული დემოკრატიული ფასეულობებისა და სოციალური პასუხისმგებლობის სიღრმისეული გაცნობის ხელშეწყობას და მიზნად ისახავს აჭარის რეგიონის ახალგაზრდების მხარდაჭერასა და ჩართულობის გაზრდას, აჭარის რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებას. ასევე, ახალგაზრდების მხარდაჭერასა და ჩართულობის გაზრდას საზოგადოებრივ და სოციო-კულტურულ საქმიანობასა და სხვადასხვა სახის პროექტების დაგეგმვა-განხორციელებაში. ისაუბრეს ცენტრის ძირითად ღირებულებებსა და ინოვაციურ მექანიზმებზე. აღნიშნეს, რომ აქვთ ამბიცია იყვნენ ნოვატორები პროგრამების შექმნასა და განხორციელებაში, რომლებიც პასუხობენ ახალგაზრდების საჭიროებებსა და მოთხოვნებს, ასევე, შექმნან გარემო, სადაც ახალგაზრდა იქნება თავისუფალი და მათი მხარდაჭერით ხელს შეუწყობენ რეგიონის ადამიანური კაპიტალის განვითარებას. ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ხაზი გაუსვეს ეროვნული იდენტობის და პატრიოტიზმის საკითხებს.

         ცენტრის საქმიანობა ძალიან საინტერესო აღმოჩნდა სტუდენტებისათვის. რამდენიმე მათგანი უკვე იცნობდა და ჩართულებიც იყვნენ ცენტრის პროექტებში. მათ შეკითხვები დაუსვეს სტუმრებს პროექტების შესახებ, განსაკუთრებული მნიშვნელობა მიანიჭეს სტაჟირებისა და დასაქმების ხელშეწყობის პროექტებს. სტუდენტებმა გამოთქვეს სურვილი სხვადასხვა გასართობ თუ შემეცნებით პროექტებში ჩართულობის თაობაზე, მადლობა გადაუხადეს სტუმრებს ცენტრის საქმიანობის დეტალურად გაცნობისათვის და მათი იდეებით დაინტერესებისათვის. შეხვედრა ძალიან თბილ, შემოქმედებით და კონსტრუქციულ გარემოში მიმდინარეობდა.

       სტუმრებმა სტუდენტებს დაურიგეს სტიკერები და სამაჯურები, მადლობა გადაუხადეს უნივერსიტეტის ადმინისტრაციას, კერძოდ, შემოქმედებითი პროექტების მართვისა და სტუდენტთა კარიერული მხარდაჭერის სამსახურს და გამოთქვეს მუდმივი მზაობა უნივერსიტეტთან თანამშრომლობისათვის.

 

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930