დამსაქმებელი

საინფორმაციო ტური ბათუმის სტადიონის მშენებლობაზე

სურათი

4 ივნისი 2019 წელი

2019 წლის 1 ივნისს უნივერსიტეტის პროექტების მართვისა და სტუდენტთა კარიერული მხარდაჭერის განყოფილების ინიციატივით და სამშენებლო კომპანიის „ანაგი“ ჩართულობით ჩატარდა საინფორმაციო ტური ბათუმის სტადიონის მშენებლობაზე უნივერსიტეტის შენობა-ნაგებობათა არქიტექტურის სპეციალობის სტუდენტებისათვის. კომპანიის პროექტების მენეჯერმა დავით თავართქილაძემ ისაუბრა სტადიონის პროექტის ავტორზე, ფეხბურთის ფედერაციის მოთხოვნებზე, საერთაშორისო სტანდარტებზე, სამშენებლო კონსტრუქციებზე, მინდვრის საფარზე, სტადიონის დადებით მხარეებზე, ევაკუაციის გეგმაზე და სხვა საინტერესო საკითხებზე. მან უპასუხა სტუდენტების შეკითხვებს. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ სულ რამდენიმე დღის წინ კომპანიაში მუშაობა დაიწყო უნივერსიტეტის სტუდენტმა, რომელიც დაინტერესდა ამ კომპანიით უნივერსიტეტში დამსაქმებლებთან ჩატარებული შეხდედრის შემდეგ. ის უნივერსიტეტის დელეგაციას დახვდა უკვე კომპანიის თანამშრომლის ამპლუაში. უახლოეს მომავალში იგეგმება ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება სამშენებლო კომპანიასა და უნივერსიტეტს შორის, რომელიც ხელს შეუწყობს ორგანიზაციებს   შორის უფრო მჭიდრო თანამშრომლობას.

 

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930