დამსაქმებელი

შეხვედრა კურსდამთავრებულებთან და პოტენციურ დამსაქმებლებთან

სურათი

25 მარტს 12 საათზე ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის სამოსის დიზაინის პროგრამის I, II, III კურსის სტუდენტები პროექტების მართვისა და სტუდენტთა კარიერული მხარდაჭერის განყოფილების ორგანიზებით შეხვდნენ უნივერსიტეტის სამოსის დიზაინის პროგრამის კურსდამთავრებულებს: თეა ხელაძეს, მაია ბოლქვაძეს და ნანა გოგიაშვილს, რომლებმაც ააწყვეს ბიზნესი და შექმნეს საკუთარის სამოსის დიზაინის ხაზი „სამისა“. მიუხედავად იმისა, რომ ბრენდი ახალია, უკვე პოპულარობით სარგებლობს ბათუმში. „

        სამისას“ დამფუძნებლებმა უნივერსიტეტის სტუდენტებს გაუზიარეს საკუთარი გამოცდილება, ესაუბრნენ საგანმანათლებლო პროგრამის დადებით მხარეებზე, მიღებულ ცოდნასა და შეძენილ პროფესიულ უნარებზე.

         შეხვედრა ჩატარდა კითხვა-პასუხის რეჟიმში და გამოიკვეთა ურთიერთთანამშრომლობის სურვილი, როგორც სტუდენტების პრაქტიკული უნარების განვითარების (საწარმოო პრაქტიკის კუთხით) ასევე ერთობლივი სარეკლამო კამპანიის განვიითარების მიზნით - სამოსის დიზაინის სპეციალობის პირველი კურსის სტუდენტმა, მოყვარულმა ფოტოგრაფმა დავით ტაკიძემ და „სამისას“ დამფუძნებლებმა  მოილაპარაკეს ერთობლივი ფოტო რეკლამების გაკეთებაზე და პორთფოლიოს შექმნაზე.

            შეხვედრამ პოზიტიურ, შემოქმედებით და საქმიან ატმოსფეროში ჩაიარა.

 

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930