დამსაქმებელი

უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებელთა და სტუდენტთა საყურადღებოდ!

30 იანვარი 2019 წელი

ამოქმედდა ერთობლივი სასტიპენდიო პროგრამა იტალიაში სწავლის მსურველთათვის, რომელიც იტალიის უნივერსიტეტების რექტორთა საბჭოსა (CRUI) და განათლების საერთაშორისო ცენტრს (IEC) შორის გასული წლის ივლისში ხელმოწერილი მემორანდუმის საფუძველზე ხორციელდება.

განათლების საერთაშორისო ცენტრში გაიმართა იტალიურ-ქართული სასტიპენდიო პროგრამის პრეზენტაცია. პროგრამა განკუთვნილია ქართველი სტუდენტებისთვის, რომლებსაც სურთ სწავლის გაგრძელება იტალიურ უმაღლეს სასწავლებლებში სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე.

უკვე არსებობს, როგორც იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანაშრომლობის სამინისტროს, ასევე, განათლების საერთაშორისო ცენტრის მიერ დაფინანსებული სასტიპენდიო პროგრამები სპეციალიზაციის მსურველი ქართველი უმაღლესდამთავრებულთათვის, მაგრამ აღნიშნული პროგრამა პირველად ხორციელდება ერთობლივად. პროგრამის თანახმად, იტალიურ უნივერსიტეტებთან პარტნიორობა განმტკიცებულა ცალკეული მემორანდუმის საშუალებით, სადაც მოცემულია თითოეული უნივერსიტეტის შემოთავაზება და მოთხოვნები (ამასთან დაკავშირებული დეტალური ინფორმაცია იხ. განათლების საერთაშორისო ცენტრის ვებპორტალზე).

გასული წლის ივლისში ხელმოწერილ მემორანდუმს უკვე შეუერთდა იტალიის რვა უნივერსიტეტი, სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების მხრიდან კი არსებობს მზარდი ინტერესი მომავალი სასწავლო წლისათვის.

პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად, დაინტერესებულმა პირებმა საკუთარი კანდიდატურა უნდა წარადგინონ განათლების საერთაშორისო ცენტრის ვებპორტალზე, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება 28 იანვრიდან 28 თებერვლამდე, და ცალკეულ უნივერსიტეტს გაუგზავნოს წინასწარი ჩარიცხვის მოთხოვნა შერჩეული კურსის მითითებით. აღნიშნულ მოთხოვნას თან უნდა დაერთოს ქართული უნივერსიტეტის მიერ გაცემული დიპლომისა და ნიშნების ფურცლის ასლი.

თითოეული უნივერსიტეტი განათლების საერთაშორისო ცენტრს მიაწვდის სტუდენტების სიას და სწორედ ამ სიიდან მოხდება გამარჯვებულის გამოვლენა იტალიურ-ქართული ერთობლივი კომისიის მიერ.

 

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031