დამსაქმებელი

საზღვარგარეთ სწავლის კონკურსი გამოცხადდა

საზღვარგარეთ სწავლის კონკურსი გამოცხადდა

15 იანვარი, 2019

აჭარის  განათლების,  კულტურისა  და  სპორტის  სამინისტრო  აცხადებს  კონკურსს 2019    წლის   „სწავლა საზღვარგარეთ“   ქვეპროგრამის  ფარგლებში. 
ქვეპროგრამაში  მონაწილეობის  უფლება  აქვს აჭარის  ავტონომიური რესპუბლიკის  ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე ბოლო სამი წლის მანძილზე რეგისტრირებულ საქართველოს მოქალაქეს ან მოქალაქეს, რომელსაც სრული ზოგადი განათლების მიღების დამადასტურებელი  დოკუმენტი აღებული აქვს  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე განთავსებულ   ზოგადსაგანმანათლებლო   დაწესებულებაში.
ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსების მიღება შეუძლიათ ევროკავშირის წევრი ქვეყნების, ამერიკის შეერთებული შტატების, კანადის, შვეიცარიისა და ნორვეგიის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მეორე და მესამე საფეხურის, ასევე  პოსტ საბაკალავრო/პოსტ სამაგისტრო სახელოვნებო პროგრამებზე ჩარიცხულ სტუდენტებს.
ქვეპროგრამის მონაწილე სწავლასთან დაკავშირებული ხარჯების  (სწავლის საფასური,  ცხოვრების ხარჯები, სამედიცინო დაზღვევა, სასწავლო რესურსების შეძენა და ა.შ.) დაფარვის მიზნით ერთი სემესტრის განმავლობაში სამინისტროდან მიიღებს გრანტს არაუმეტეს 12500 ლარის ოდენობით. აღნიშნული დახმარება გაიცემა 2019-2020 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის სწავლის ხარჯების დაფარვის მიზნით.
ქვეპროგრამის ბენეფიციარებს გამოავლენს სპეციალურად შექმნილი კომისია ღია კონკურსის საფუძველზე.
 
სამინისტროში საბუთების მიღება საზღვარგარეთ სწავლის კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწარმოებს  2019 წლის 4 თებერვლიდან 30 აპრილის ჩათვლით.

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930