დამსაქმებელი

განაცხადების მიღება: ტრენინგი რეგიონული მედიასაშუალებების ჟურნალისტების, რედაქტორებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის

განაცხადების მიღება: ტრენინგი რეგიონული მედიასაშუალებების ჟურნალისტების, რედაქტორებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის

საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი (GIP) მოხარულია, მოგიწვიოთ ტრენინგზე, რომელიც ჩატარდება 2019 წლის 31 იანვარსა – 1 თებერვალს  საქართველოს დასავლეთ რეგიონში მოღვაწე ჟურნალისტების, რედაქტორებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებისთვის, რომლებიც დაინტერესებულნი არიან საქართველოს ევროპულ ინტეგრაციასთან დაკავშირებული საკითხებით.

ზოგადი ინფორმაცია

საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით, იწყებს ახალი პროექტის განხორციელებას,  სახელწოდებით – ვიშეგრადის ოთხ ქვეყანას შორის გამოცდილების გაზიარება საქართველოს ევროინტეგრაციის საკითხებზე  პროფესიონალური მედია გაშუქების ხელშეწყობის მიზნით“. პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს ჟურნალისტებსა და რედაქტორებს საქართველოს რეგიონებიდან (მათ შორის, უმცირესობებით დასახლებული რაიონებიდან) ტრენინგების, საგრანტო კონკურსისა და სასწავლო ვიზიტის მეშვეობით, ევროკავშირში ინტეგრაციასთან დაკავშირებული საკითხების გაშუქებაში.                              

                                                 

ვის ვეძებთ:

  • ხართ ჟურნალისტი, რედაქტორი ან არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი, რომელიც მუშაობს დასავლეთ საქართველოში?
  • ოდესმე გაგიშუქებიათ, ან გეგმავთ გააშუქოთ საქართველოს ევროინტეგრაციასთან დაკავშირებული საკითხები?
  • დაინტერესებული ხართ ევროკავშირზე მეტი ინფორმაციის მიღებით?
  • გაქვთ ორი თავისუფალი დღე 31 იანვარსა – 1 თებერვალს?

 

რა მოლოდინები უნდა გქონდეთ:

  • გაიღრმავებთ ცოდნას სხვადასხვა საკითხების ირგვლივ, მაგალითად: ევროკავშირის მნიშვნელობაზე და მის სტრუქტურაზე; სად დგას საქართველო და საით მიემართება ინტეგრაციის პროცესში; ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცე (DCFTA) და მომავალი შესაძლებლობები საქართველოსთვის;
  • დაამყარებთ პირად კონტაქტებს ქართველ ექსპერტებთან და ევროკავშირის წარმომადგენლებთან საქართველოში.

 

ტრენინგის შემდეგ, მონაწილეებს საშუალება ექნებათ ჩაერთბაონ მონიტორინგის ჯგუფის საქმიანობაში ვიშეგრადის ქვეყნების წარმომადგენელ გამოცდილ მენტორებთან ერთად, რათა გაიღრმაონ ცოდნა ევროკავშირთან დაკავშირებულ საკითხებზე

ტრენინგი ჩატარდება ბათუმში და სამუშაო ენა იქნება ქართული. ტრენინგში მონაწილეობას მიიღებს 15-20 ჟურნალისტი და რედაქტორი და 5 არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი. ტრანსპორტირების, საცხოვრებლისა და კვების ხარჯებს საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი უზრუნველყოფს.

კონკურსში მნაწილეობის მისაღებად, გთხოვთ, თქვენი CV და მაქსიმუმ ერთგვერდიანი სამოტივაციო წერილი გამოაგზავნოთ შემდეგ ელ. მისამართზე: reporteu@gip.ge არაუგვიანეს 21 იანვრისა.

http://gip.ge/ge/%E1%83%92%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%93%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%A6%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90-%E1%83%A2%E1%83%A0%E1%83%94/?fbclid=IwAR1iI3Qm9VH7RCFx5N29C8omBmFXQXslnTocbdzHU1EKfSm6OVuea4Cvcx4

 

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031