დამსაქმებელი

არასამთავრობო ორგანიზაცია "საორსას" ინიციატივით, პროექტის "პროფესიული ორიენტაცია აჭარის რეგიონში მცხოვრები მოსწავლეთათვის"

არასამთავრობო ორგანიზაცია "საორსას" ინიციატივით, პროექტის "პროფესიული ორიენტაცია აჭარის რეგიონში მცხოვრები მოსწავლეთათვის" ფარგლებში, შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკონფერენციო დარბაზში გაიმართა განათლების ფორუმი, რომელშიც აჭარის რეგიონის უმაღლესი სასწავლებლების წარმომადგენლები და მაღალმთიან აჭარაში მცხოვრები მოსწავლეები იღებდნენ მონაწილეობას. 
განათლების ფორუმი "საორსას" დამფუძნებელმა ლია ფუტკარაძემ გახსნა. განათლების ფორუმს ესწრებოდა მუნიციპალიტეტის მერი ფრიდონ ფუტკარაძე, რომელმაც ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა.

ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტი წარმოადგინეს პროექტების მართვისა და სტუდენტთა კარიერული მხარდაჭერის განყოფილების უფროსმა მირანდა  ბაღდადიშვილმა და სასწავლო დეპარტამენტის განყოფილების უფროსმა  ნინო ხარჩილავამ. მათ  მოსწავლეებს გააცნეს უნივერსიტეტის მისია, მიზნები, ამოცანები და პრიორიტეტები. დაწვრილებით გააცნეს ხელოვნების უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამები, სტუდენტური აქტივობები და მიღწევები, აკადემიურ პერსონალი, კურსდამთავრებულთა დასაქმების საკითხები და სხვა. მოსწავლეების დაინტერესება გამოიწვია ძირითადად დიზაინის, მუსიკის და მენეჯმენტის სპეციალობებმა. განსაკუთრებული ინტერესით შეხვდნენ სწავლის გადასახადის, პროგრამული დაფინანსების და სტიპენდიების საკითხებს, ასევე  შემოქმედებითი ტურების სპეციპიკებს. შეხვედრა ორმხრივად საინტერესო აღმოჩნდა. გამოიკვეთა პრობლემები მაღალმთიან რეგიონში ხელოვნების და მუსიკის საგნების სწავლასთან დაკავშირებით. ასეთი შეხვედრები და პროექტები ხელ შეუწყობს მოსწავლეთა სწორ პროფესიულ ორიენტაციას და კადრების მოზიდვას უნივერსიტეტებში. თებერვლის თვეში დაგეგმილია ასეთივე პროექტის განხორციელება ხელვაჩაურის და ქობულეთის სკოლის მოსწავლეებთან.

 

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930