დამსაქმებელი

21 აპრილი 2016 წელი-გაიმართა HR დასაქმების სააგენტოს პრეზენტაცია

სურათი

გაიმართა შეხვედრა HR  დასაქმების სააგენტოს  წარმომადგენელთან. სააგენტოს წარმომადგენელმა ანა ჩაჩიბაიამ  სტუდენტებს  გაცნო CV  შევსების პრინციპები, ისაუბრა ფორუმზე წარმოდგენილ კომპანიებზე.  მიმდინარე წლის 25 მაისს  12-00 საათზე სასტუმრო „ჰილტონ ბათუმში“ გაიმართება  დასაქმების ფორუმი.  საქართველოში მოქმედი დიდი და საშუალო კომპანიების წარმომადგენლები სტუდენტებს პირისპირ გაესაუბრებიან. აპლიკანტებს საშუალება ექნებათ წარადგინონ საკუთარი თავი.

დასაქმების სააგენტო „ეიჩარი“ ქმნის ბაზას და აწვდის მას კომპანიებს, რომელიც შემდგომ გამოყენებული იქნება გამოცხადებული ახალი პოზიციების შესავსებად. დასაქმების ფორუმი აძლევს საშუალებას სტუდენტებს წარუდგინონ CV 60-მდე წამყვან ორგანიზაციებს, რომლებიც იქნებიან წარმოდგენილი კონკრეტული, ღია ვაკანსიებით.  „დასაქმების ფორუმი 2016“-ში მონაწილეობისათვის აუცილებელია დარეგისტრირდეთ და შეავსოთ რეგისტრაციის ფორმა.

დაწვრილებით იხილეთ www.HR.ge

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930