24 თებერვალი, 2017 წელი შეხვედრა დამსაქმებლებთან
24 თებერვალს ხელოვნების უნივერსიტეტში გაიმართა შეხვედრა დამსაქმებლებთან. შეხვედრას ესწრებოდნენ: ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის, ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრის, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიოს, ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმის ხელმძღვანელები და წარმომადგენლები. შეხვედრაზე დაისახა შემდგომი თანამშრომლობის საკითხები.