23 იანვარი 2013 - შეხვედრა დამსაქმებლებთან
გაიმართა შეხვედრა ხელოვნების უნივერსიტეტის რექტორს ე. მესხიასა და ბათუმის მერიის ხელოვნებისა და მუსიკალური ცენტრის დირექტორს გ. ბოლქვაძეს შორის. საუბარი შეეხო მერიის ხელოვნებისა და მუსიკალურ ცენტრსა და ხელოვნების უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის პროგრამით გაწეულ საქმიანობას. დღეისათვის მერიის ხელოვნებისა და კულტურის ცენტრში დასაქმებულია ხელოვნების უნივერსიტეტის 45 კურსდამთავრებული. ცენტრის შემოქმედებით კოლექტივებში კადრების შევსება ძრითადად ხდება ხელოვნების უნივერსიტეტიდან.
იმავე დღეს რექტორი შეხვდა ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის მმართველს თ. კეჟერაძესა და ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის დირექტორს გ. მიქელაძეს.
შეხვედრებზე დაისახა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები.