საერთაშორისო სამეცნიერო და პრაქტიკული კონფერენცია "ხელოვნება პოსტგლობალურ სამყაროში".

სურათი

11 სექტემბერი 2024 წელი

კურმანგაზის ყაზახეთის ეროვნულ კონსერვატორია იწვევს მკვლევარებს და პრაქტიკოსებს მუსიკის სფეროდან საერთაშორისო სამეცნიერო და პრაქტიკულ კონფერენციაში "ხელოვნება პოსტგლობალურ სამყაროში: მეტატრადიციებიდან მეტაკულტურამდე" მონაწილეობის მისაღებად. კონფერნცია ეძღვნება კონსერვატორიის 80 წლის იუბილეს, გაიმართება 2 დეკემბერს ყაზახეთში, ალმათიში. მონაწილეობის მიღება აკადემიური პერსონალის გარდა, ასევე შეუძლიათ მაგისტრებს და დოქტორანტებს. კონფერენციაში მონაწილეობის მიღება უფასოა. მგზავრობის და საცხოვრობელ ხარჯებს ფარავს თავად მონაწილე. საბუთების მიღება 2024 წლის 1 ნოემბრამდე. სამუშაო ენები ყაზახური, რუსული, ინგლისური. მონაწილეობის მიღება შესაძლებელია მოხსენებით ან პერფორმანსით.

 

კონფერენციის პროგრამა მოიცავს პლენარულ სესიებს, თემატურ სექციებს, მასტერკლასებს და კულტურულ პროგრამას, რომელიც საშუალებას მოგცემთ გაეცნოთ ყაზახეთის მდიდარ მუსიკალურ და მხატვრულ ტრადიციებს.

 

დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ თანდართულ დოკუმენტებში, რომელიც შეიცავს ყველა საჭირო დეტალს მომავალი ღონისძიების შესახებ და ასევე შემდეგ ბმულზე: https://www.conservatoire.edu.kz/upload/08/2024/Kurmangazy%20Conservatory%20-% 20Info%20letter.pdf

 

დამატებითი ინფორმაციისთვის და რეგისტრაციისთვის გთხოვთ დაუკავშირდეთ საორგანიზაციო კომიტეტს მისამართზე:

ტელეფონი: +7 (727) 261-63-64

ფოსტა: konferansknk24@gmail.com

მისამართი: 050000, ალმათი, აბილაი-ხანის გამზირი, 86. კურმანგაზი ყაზახეთის ეროვნული კონსერვატორია, სამეცნიერო დეპარტამენტი

 

 

 

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30