ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში გია დიასამიძის მუსიკალური ალბომის პრეზენტაცია გაიმართა.

სურათი

2 ივლისი 2024 წელი

ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში გია დიასამიძის მუსიკალური ალბომის პრეზენტაცია გაიმართა. ალბომში, სახელწოდებით ,,უკანასკნელი ომი,” სულ 8 კომპოზიცია შევიდა და მასზე ავტორი, შემოქმედებით ჯგუფთან ერთად, ერთი წლის განმავლობაში მუშაობდა. პრეზენტაციაზე ერთმანეთს ცვლიდა: ორიგინალ მუსიკაზე შესრულებული ქორეოგრაფიული ნომრები [სტუდია BT ART, ხელმძღვანელი - თამარ ბერიძე] , მუსიკალური ნომრები ინსტრუმენტალისტების ცოცხალი შესრულებით , ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტები: გიორგი ბახტაძე, მარიამ ჩიმაკაძე, ნინი მაჭარაშვილი, ნია გვენეტაძე, თეო ხახვიაშვილი - თემურ შალვაშვილის ხელმძღვანელობით] , პროექცია და ვიდეო-ნაწყვეტები.
ალბომი ,,უკანასკნელი ომი” ქალაქ თბილისში ჩაიწერა და ავტორთან ერთად მასზე მუშაობდა შემოქმედებითი ჯგუფი: ნინო ჯანჯღავა - არანჟირება და ფორტეპიანო , დავით ხოსიტაშვილი - ხმის რეჟისორი , ბრასის კვინტეტი: გიორგი თათულაშვილი - პირველი საყვირი , სოსო თაქთაქიშვილი - ტუბა , ბაჩანა ბექაური - ვალდჰორნი , მამუკა ბექაური - ტრომბონი , გიორგი თათულაშვილი - მეორე საყვირი . სიმებიანი კვარტეტი: გიორგი ქერელაშვილი - პირველი ვიოლინო , ანა გოგისვანიძე - მეორე ვიოლინო , ელენე ჯიმშიტაშვილი - ვიოლანჩელო, ირინე ხოშტარია-ჯაიანი - ალტი, ვაჩე ლალიაშვილი - გიტარა. ალბომის პრეზენტაციის საღამოს მედიაცია - გია დიასამიძემ გაუწია და მისასალმებელ სიტყვაში შემდეგი მესიჯები გააჟღერა: ,,ხელოვანმა ხალხმა უნდა მოვახერხოთ ჩვენი სიტყვის თქმა...”,,ჩვენი გზავნილია აღარ იყოს ომი, აღარ კლავდნენ ბავშვებს, ქალებს, მამაკაცებს...”
საღამოს სიტყვით გამოვიდა აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე აკაკი ძნელაძე: ,,დღეს გია დიასამიძემ გაგვაოცა თავისი ფანტასტიური მუსიკით.” ბატონმა აკაკიმ, მილოცვასთან ერთად, კონცერტის ჩატარების იდეაც გაუზიარა შეკრებილ საზოგადოებას.
შემოქმედებით ჯგუფს, მუსიკალური ალბომის პრეზენტაცია მიულოცა საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორმა - ვლადიმერ ტატიშვილმა. მიმოიხილა გია დიასამიძის მუსიკალური გემოვნება და უსურვა წარმატებები: ,,მჯერა, რომ წინ კიდევ უფრო ბევრი საინტერესო რამ გველოდება გიასგან.”
მუსიკალური ალბომის ავტორმა აღნიშნა, რომ ალბომში შესულ 8 ნაწარმოებთან ერთად, კიდევ ორი ნამუშევარი, სულ ათი კომპოზიცია, გადაეცემა ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტს, სასწავლო პროცესში გამოყენების უფლებით.
უნივერსიტეტის რექტორმა - პროფესორმა თემურ კეჟერაძემ, სიტყვით გამოსვლისას, მადლობა გადაუხადა ინიციატივისთვის ალბომის ავტორს და ხაზგასმით აღნიშნა: ,,ჩვენ გვყავს უნივერსიტეტში კამერული ორკესტრი და ვფიქრობ, რომ ეს ნაწარმოებები დაიდებს ბინას მის რეპერტუარში.”
პროექტის ფინანსური მხარდამჭერები იყვნენ : აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო , ქალაქ ბათუმის მერია.
მხარდამჭერები: აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ტელევიზია და რადიო , BT Art - ქორეოგრაფიული სტუდია , ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი . პროექტი განხორციელდა აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პროგრამის - ,,თავისუფალი პროექტები” ფარგლებში.
ორგანიზატორები: გია დიასამიძე და ხათუნა ჩაგუნავა.

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031