დიდი საპრემიერო მზადება იუსუფ ზოიძის სახელობის ხულოს პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში

სურათი

20 ივნისი 2024 წელი

იუსუფ ზოიძის სახელობის ხულოს პროფესიული სახელმწიფო დრამატული  თეატრში დიდი საპრემიერო მზადებაა.
            რეჟისორი კოტე აბაშიძე ასრულებს მუშაობას პიესაზე რაფიელ ერისთავის ,,იჭვიანის“ მიხედვით, რომლის საპრემიერო ჩვენება ა.წ. 25-26 ივნისს არის დაგეგმილი, ხოლო ელენე მაცხონაშვილის საავტორო სპექტაკლის ,,აიწონა დაიწონა“ პრემიერა 1-2 ივლისს.
            ხულოს დრამატულ თეატრსა  და  სსიპ ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტს შორის გაფორმებული  მემორანდუმის ფარგლებში, ორივე სპექტაკლში პროფესიონალი მსახიობების გვერდით მონაწილეობენ  უნივერსიტეტის დრამისა და კინოს სამსახიობო სპეციალობის   მეოთხე  და მესამე  კურსის სტუდენტები: შორენა სიხარულიძე, თეკლა ჯიჯავაძე, მარიამ გუჯაბიძე, ანი მელაძე,   სპექტაკლის ქორეოგრაფი გახლავთ ამავე უნივერსიტეტის  ასისტენტ-პროფესორი თამარ ბერიძე. 
 
 
 

 

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930