უცხოეთში სტაჟირებასთან დაკავშირებით საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

სურათი

13 ივნისი 2024 წელი

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ, ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში, უცხოეთში სტაჟირებასთან დაკავშირებით, საინფორმაციო შეხვედრა გამართა.საინფორმაციო შეხვედრა მოიცავდა საერთაშორისო პროგრამა ,,ევროოდისეაში” მონაწილეობის მნიშვნელობასა და პრიორიტეტებზე მსჯელობას, პროგრამის პრეზენტაციასა და ჩართულობის ინსტრუქციას. უცხოეთში სტაჟირების (ევროოდისეა) პროგრამის კოორდინატორ ნინო ბერაძესა და სხვა გამომსვლელებთან ერთად, დაგეგმილ სამუშაო შეხვედრაზე, აუდიტორიას აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსმა - თეა ჭანტურიშვილმა მიმართა.შეხვედრაში მონაწილეობდნენ: პროგრამის უცხოელი პარტნიორები , ბათუმის უმაღლესი და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები ,პროგრამა ,,ევროოდისეაში” ჩართული ყოფილი სტაჟიორები და უცხოელი სტაჟიორები, რომლებიც პროფესიულ პრაქტიკას აჭარის რეგიონში გადიან. მნიშვნელოვანია , რომ პროექტი მიმართულია თანამშრომელთა პროფესიული განვითარებისა და ხელშეწყობისკენ.

▫️

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930