„ნაცნობი უცნობი მუსიკა“

სურათი

8 ივნისი 2024 წელი

2024 წლის 8 ივნისს ხელოვნების  სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებისა და მოწვეული მუსიკოსების მონაწილეობით გაიმართა კონცერტი - ,,ნაცნობი უცნობი მუსიკა“,  ზაქარია ფალიაშვილის სახელობის სამუსიკო სკოლის დიდ დარბაზში. საკონცერტო პროგრამამ მოიცვა მენდელსონის, გერშვინის, ვოლფის, დებიუსის, ნინო როტას და სხვა ცნობილი კომპოზიტორების ნაწარმოებები.
მონაწილეობდნენ : ფორტეპიანო-თამთა ჩხეიძე, ლიკა გაბელაია, მაგდა გიგაშვილი, ლიზი ჩირიკაშვილი
ვიოლინო- მარიამ ჩიმაკაძე, ანიტა არაბული ,ჩელო - ნია გვენეტაძე , ფლეიტა - არინა ვასილევა , კლარნეტი -  ზურაბ ჯეგნარაძე , ვოკალი-ანა ხაჟომია, ლიზი ნაგერვაძე, გიორგი გორჯელაძე, სესილი ხარებავა, ანანო კახიძე, გაბრიელ დევაძე.
მოწვეული სტუმრები თურქეთიდან : კლარნეტი -აიშეგულ ერგენე , ფორტეპიანო-ემრაჰ ერგენე .
არანჟირების ავტორი - გიორგი აფრიამაშვილი.
პროექტის ხელმძღვანელი : პროფესორი -  ხათუნა მანაგაძე.
მენტორები:პროფესორი - ლალი ჭელიძე , ასოცირებული პროფესორი - ნინო ჩაიძე, ასოცირებული პროფესორი - თეა გოგოტიშვილი.მოწვეული პედაგოგი - ეთერ ხალვაში.
,,ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ პროექტის იდეაში ჩადებული იყო კოლაბორაცია სტუდენტებს შორის. ყველა თავის საქმეს აკეთებს მართალია ყოველთვის, მაგრამ ერთმანეთთან ურთიერთობის დეფიციტი გვინდა აღმოიფხვრას.
ვფიქრობ, აქ მოხდა ყველაზე მნიშვნელოვანი - სტუდენტებმა გაიგეს ერთმანეთის შესაძლებლობები, ერთმანეთის უნარები, თავიანთი დამოკიდებულება გამოხატეს ამ საშემსრულებლო პროცესისადმი. თუ ასე გაგრძელდება, ვფიქრობ, რომ გვექნება კამერული, ახალი სტილის, ცოტა განსხვავებული და მნიშვნელოვანი პროგრამა.”
პროექტის ორგანიზატორი: პროფესორი - ხათუნა მანაგაძე.

 

 

 

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930