სასწავლო-გასვლითი პრაქტიკა კახეთში

სურათი

9 მაისი 2024 წელი

2024 წლის 9-11 მაისს, ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ხელოვნებათმცოდნეობის საბაკალავრო პროგრამის ფარგლებში, განხორციელდა სასწავლო-გასვლითი პრაქტიკა კახეთში, კულტუეურული მემკვიდრეობის ძეგლების მონახულება-შესწავლის მიზნით. პრაქტიკაში ჩართული იყვნენ ხელოვნებათმცოდნეობის სპეციალობის II და IV კურსის სტუდენტები. პროფესორ-მასწავლებლებთან ერთად, სტუდენტებმა მოინახულეს სამონასტრო კომპლექსები, ტაძრები და ქალაქები: ბოდბე, ალავერდი, გრემი, ძველი შუამთა, ახალი შუამთა, ნეკრესი, გურჯაანის ყველაწმინდა, ქალაქი სიღნაღი და თელავი.   პრაქტიკის მიზანია თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების, მხატვრული ნიმუშის ნატურაში შესწავლის უნარ-ჩვევების გამომუშავება; ძეგლების ისტორიის, ხუროთმოძღვრებისა და კედლის მხატვრობის თავისებურებების გაცნობა-გაანალიზება. სასწავლო პრაქტიკის ორგანიზატორია ხელოვნების ისტორიისა და თეორიის (ხელოვნებათმცოდნეობის) საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელი პროფესორი მაია ჭიჭილეიშვილი.

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930