უნივერსიტეტმა ჰაჯეტეპეს უნივერსიტეტის უმასპინძლა - გამოფენა „წარმატებული ქალები თურქეთის რესპუბლიკიდან"

სურათი

13 მაისი 2024 წელი

2024 წლის 13 მაისს, ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში პოსტერების გამოფენა გაიმართა, სახელწოდებით - ,,წარმატებული ქალები თურქეთის რესპუბლიკიდან."სოლო გამოფენაზე წარმოდგენილი იყო თურქეთში, ანკარაში მოქმედი ჰაჯეტეპეს უნივერსიტეტის სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორის - ფატიჰ ქურთჯუს ნამუშევრები. გრაფიკოსმა პოსტერების შექმნისას ხელოვნური ინტელექტიც გამოიყენა.ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორმა - პროფესორმა თემურ კეჟერაძემ აღნიშნა, რომ უნივერსიტეტებს შორის ურთიერთობის განმტკიცების მიზნით, თანამშრომლობის მემორანდუმზე მუშაობა დაწყებულია, რომელიც როგორც სტუდენტთა, ისე პედაგოგთა გაცვლით პროგრამაში ჩართვას გაითვალისწინებს.ჰაჯეტეპეს უნივერსიტეტიდან დელეგაციაში მხატვართან ერთად იმყოფებოდნენ ასოცირებული პროფესორი, სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის არქიტექტურის განყოფილების ლექტორი - ემრე დემირელი და ორგანიზაციის გუნდის წევრი, შპს არდიონის - პროექტის სპონსორი კომპანიის მფლობელი - სერდარ უსტა.

გამოფენას ესწრებოდა წარმომადგენელი თურქეთის საელჩოდან საქართველოში.

 

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930