სტუდენტთა გაცვლითი პროგრამების კონკურსი

ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს საზღვარგარეთ გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად. კონკურსში მონაწილეობის მიღების უფლება აქვთ იმ სტუდენტებს, რომლებმაც გადალახეს ზღვარი B2 ინგლისური ენის ინსტიტუციურ ტესტირებაში  (71 ქულა და ზემოთ) და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე კონკურსის გამოცხადებამდე ბოლო ერთი წლის მანძილზე რეგისტრირებულ საქართველოს მოქალაქეს, რომელიც სწავლობს ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში აკრედიტირებულ საბაკალავრო პროგრამაზე.

მსურველებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი საბუთები:

  • პირადობის მოწმობის ასლი (pdf)
  • ცნობა ბინადრობის შესახებ (აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე)
  • ნიშნების ფურცელი (pdf)
  • სამოტივაციო წერილი (ინგლისურ ენაზე) (pdf)
  • ფოტო (3X4 jpg) (pdf)
  • პორტფოლიო (pdf)

       გთხოვთ, დოკუმენტები გამოგზავნოთ 2024 წლის 24 აპრილამდე მითითებულ მისამართზე batuinternationalrelations@gmail.com. შეკითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით საერთაშორისო ურთიერთობების მენეჯერს, სალომე ჩიკაშუას (557 030 352).

 

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930