ინსტიტუციური გამოცდა ინგლისურ ენაში

გაცვლით და საერთაშორისო კრედიტ მობილობის პროგრამებში მონაწილეობის მსურველი ბხსუ-ს პირველ და მეორე კურსელი სტუდენტებისათვის განკუთვნილი უცხო ენის ინსტიტუციური ტესტირება (B2 დონე) გაიმართება 2024 წლის 2 აპრილს, 14:00, უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში. მონაწილეობის მსურველებმა შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა რომელიც ხელმისაწვდომია ფაკულტეტის დეკანატებში, ასევე პროექტების მართვისა და სტუდენტთა კარიერული მხარდაჭერის განყოფილებაში (104 კაბინეტი).

გთხოვთ, იხილოთ ინფორმაცია გამოცდის შესახებ და ტესტის ნიმუში.

დამატებითი შეკითხვებისთვის დაუკავშირდით საერთაშორისო ურთიერთობების მენეჯერს, სალომე ჩიკაშუას (557 030 352).

 

გაცვლით და საერთაშორისო კრედიტ მობილობის პროგრამებში მონაწილეობის მსურველი ბხსუ- სტუდენტებისათვის განკუთვნილი უცხო ენის ინსტიტუციური ტესტირება (B2 დონე)

 

საგამოცდო ტესტი შედგენილია უცხო ენის B2 დონის საერთაშორისო გამოცდების მოთხოვნების შესაბამისად. ამასთან, ცალკეული უცხო ენის ენობრივი თავისებურებებიდან გამომდინარე ტესტებში  ჩართულია  დავალებების ის ტიპები, რომელსაც შესაბამისი უცხო ენის საერთაშორისო გამოცდების ფორმატი ითვალისწინებს.

  • უცხო ენის გამოცდა ტარდება წერილობითი ფორმით და მოწმდება შემდეგი სამი უნარი:
  1. წაკითხულის გააზრება;
  2. ენის (გრამატიკული და ლექსიკური სტრუქტურების) გამოყენება; 
  3. წერა
  • ტესტი 100 ქულიანია 
  • მინიმალური ზღვარი 71 ქულა.

ტესტის აღწერილობა:

ტესტი შედგება  სამი ნაწილისაგან და მოიცავს დავალებების შემდეგ ტიპებს:

ნაწილი I –  „ტექსტის წაკითხვა და გააზრება“ – მოიცავს 2 უცხო ტექსტს. თითოეულ ტექსტს ახლავს  სავარჯიშოები:

  1. (მრავლობითი არჩევანი (სწორი პასუხის მონიშვნა);
  2. სწორი პასუხების მისადაგება  ტექსტთან).

ნაწილი II -  „ენის გამოყენება“  მოიცავს:

  1. ტექსტის გამოტოვებულ ადგილებში შესაფერისი სიტყვების ჩასმა (მრავლობითი არჩევანი);  
  2. ტექსტის გამოტოვებულ ადგილებში შესაფერისი ლექსიკური და გრამატიკული ერთეულების ჩასმა;                                               
  3. სიტყვათწარმოება;

 

ნაწილი III -  „წერა“. დავალებაში მოცემულ სათაურზე ესსეს დაწერა (ესსეს ტიპები:  მიზეზ-შედეგობრივი ან აღწერითი ან  შედარება-დაპირისპირებითი და ა.შ). ესსე უნდა მოიცავდეს 150-დან 180 სიტყვას.

 

ცალკეულიუცხო ენის ენობრივი თავისებურებებით გათვალისწინებული დავალებები:                        

  • ტექსტის თანდართულ დავალებებში სწორი/არასწორი პასუხის მონიშვნა;                                         
  • ლექსიკური და გრამატიკული სტრუქტურების სწორად არჩევა;                                                                                                                               
  • ფორმის თვალსაზრისით მსგავს წინადადებებში ჩადებული განსხვავებული შინაარსის გაგება.                                                                                                            
  • ფრაზეოლოგიზმებისა და იდიომატური გამოთქმების მნიშვნელობის გაგება (მრავლობითი არჩევანი).

 

ტესტის ნიმუში

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930