გამოცხადდა მიღება შემდეგ სპეციალობებზე /2024-2025/
![გადიდება სურათი](http://batu.edu.ge/text_images/ge_pic_3822_1_s.jpg)
1 მარტი 2024 წელი
სსიპ ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში 2024-2025 სასწავლო წლისათვის გამოცხადდა მიღება საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამებზე:
სახვითი, სასცენო და კინო-ტელე ხელოვნების ფაკულტეტი
- აუდიოვიზუალური ხელოვნება (კინორეჟისურა, ტელერეჟისურა)
- მოდის დიზაინი
- არქიტექტურა სამსახიობო ხელოვნება (დრამისა და კინოს სამსახიობო)
მუსიკის ფაკულტეტი
- სამუსიკო ხელოვნება
განათლების, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი
- ხელოვნების ისტორია და თეორია (ხელოვნებათმცოდნეობა)
- ტელე-რადიო ჟურნალისტიკა
- კულტურის მენეჯმენტი
- კულტურული ტურიზმი
საშემსრულებლო მიმართულების არჩევისას სავალდებულოა შემოქმედებითი ტურის გავლა. შემოქმედებით ტურში მონაწილეობისთვის განცხადებები მიიღება 2024 წლის 03 ივნისიდან - 17 ივნისის ჩათვლით. ხელოვნების უნივერსიტეტში შესარჩევი ტურები დაიწყება 2024 წლის 19 ივნისიდან. აბიტურიენტთა ონლაინ რეგისტრაცია ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობის მისაღებად იწყება მარტიდან.
სიახლეების კალენდარი
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 |
8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 |
15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 |
22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 |
29 | 30 | 31 |