უნივერსიტეტი წიგნისა და განათლების საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობს - Expo Batumi

სურათი

14 აპრილი 2024 წელი

ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტმა მონაწილეობა მიიღო - ,,წიგნისა და განათლების საერთაშორისო გამოფენაში,” რომლის ორგანიზატორია - Expo Batumi, დამფუძნებელი - ოსმან ჩალიშხან-მჟავანაძე.რიგით II საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობდა სხვადასხვა როგორც ქართული, ისე უცხოური: სასწავლებელი, გამომცემლობა, წიგნის მაღაზია და ახალგაზრდული ორგანიზაცია.გამოფენას სტუმრობდა თურქეთის ელჩი საქართველოში - ალი ქაან ორბაი. უნივერსიტეტის სივრცეში ვიზიტისას ელჩმა გამოფენილი ნამუშევრები შეაფასა და აღნიშნა - ,,თქვენ გემოვნებიანი ხალხი ხართ და თქვენი უნივერსიტეტის სტუდენტებიც ასეთივე გემოვნებიანი ყოფილან.’’გამოფენაზე, ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სივრცეში. წარმოდგენილი იყო სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტთა მიერ შესრულებული ნამუშევრები - მინანქარი, სამოსის დიზაინი, უნივერსიტეტის გამომცემლობის წარმოებული წიგნები.გამოფენის ფარგლებში გამართულ კონფერენციაზე, პრეზენტაცია უნივერსიტეტის შესახებ, სტუდენტმა ნინო გოგიბერიძემ წარმოადგინა;სამი დღის განმავლობაში, მუსიკოსი სტუდენტები - გიორგი ბახტაძე და ზურა ჯეგნარაძე, საქსაფონსა და საყვირზე ცოცხალი შესრულებით აფორმებდნენ გამოფენას.განახლდა პარტნიორული ურთიერთობები ხელოვნების უნივერსიტეტსა და ართვინის ჭოროხის უნივერსიტეტს შორის.გამოფენის გახსნას ესწრებოდა  აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი. მინისტრმა აღნიშნა, რომ მსგავსი ღონისძიებები მნიშვნელოვანია და ხელს უწყობს საგანმანათლებლო და არაფორმალური აქტივობების შესახებ ახალგაზრდების ინფორმირებასა და პროგრამების ხელმისაწვდომობას.წიგნისა და განათლების II საერთაშორისო გამოფენა სამი დღე გაგრძელდა -  8, 9 და 10 მარტს და მონაწილეთათვის დიპლომების გადაცემით დასრულდა.ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი მადლობას უხდის წიგნისა და განათლების გამოფენის ორგანიზატორებსა და აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს - გამოფენაში მონაწილეობის შესაძლებლობისთვის.

 

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031