კალე - კანტილას მოსმენა მასტერკლასი | ირაკლი კახიძის ფონდი

სურათი

1 თებერვალი 2024 წელი

აზიასა და ევროპაში აღიარებულმა ქართველმა ტენორმა - ირაკლი კახიძემ, ბათუმში, მუსიკოსებისა და ახალგაზრდების ხელშეწყობის მიზნით, ირაკლი კახიძის ფონდი დააარსა. ფონდის ორგანიზებით, 20-21 იანვარს, საერთაშორისო საოპერო სააგენტოს - IOA Management-ის დამფუძნებლისა და აღმასრულებელი დირექტორის - კალე კანტილას მასტერკლასი და მოსმენა გაიმართა. პროექტის მიზნობრივ აუდიტორიას ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებთან ერთად, მუსიკალური ცენტრის სოლისტები შეადგენდნენ. აგენტის წინაშე წარსდგნენ ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტები: ირაკლი ჯინჭარაძე, გიორგი გორჯელაძე, დიანა ფალავანდიშვილი, ნატო ცქვიტინიძე. აღსანიშნავია, რომ მოსმენას აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე - აკაკი ძნელაძე ესწრებოდა. ინფორმაციისთვის: საოპერო სააგენტო IOA Management დაარსდა 2012 წელს მიუნჰენსა (გერმანია) და ფინეთში (ჰელსინკი). წლების განმავლობაში სააგენტო წარმატებულად კურირებს საოპერო მომღერლების დასაქმებას მსოფლიოს ცნობილ საოპერო თეატრებში. ის ერთ-ერთი უდიდესი და ყველაზე მნიშვნელოვანი სააგენტოა ევროპაში, რომელიც აქტიურად თანამშრომლობს აშშ-ის საოპერო თეატრებთან. IOA Management არის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი საოპერო სააგენტო ევროპაში; ასევე თანამშრომლობს თითქმის ყველა ამერიკულ საოპერო თეატრთან, მათ შორის ნიუ-იორკის მეტროპოლიტენის ოპერასთან, ბოსტონის ლირიკულ ოპერასთან , სიეტლის ოპერასთან, ფილადელფიასთან და სხვა]. მოსმენის შედეგად, IOA managmentმა, ფონდის პირველი ბენეფიციარი პროფესორ თამაზ ცერიაშვილის ჯგუფიდან დაასახელა. პირველი ბენეფიციარი გახდა - მუსიკის ფაკულტეტის III კურსის სტუდენტი - ტენორი - ირაკლი ჯინჭარაძე. უნივერსიტეტი ულოცავს მუსიკის ფაკულტეტს, პედაგოგ თამაზ ცერიაშვილს, სტუდენტს ირაკლი ჯინჭარაძეს და უსურვებს წარმატებებს. ფონდის პროგრამის მიხედვით, სტუდენტი, შერჩევის შემთხვევაში, დასაქმდება მსოფლიოს სხვადასხვა საოპერო თეატრში და სწავლის დასრულების შემდეგ საოპერო სტუდიაში გაივლის სტაჟირებას. უნივერსიტეტი მადლობას უხდის ფონდს თანამშრომლობისთვის.

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031