„ნათხოვარი იმედები’’ - სამაგისტრო ნაშრომის დაცვა - დრამის რეჟისურა

სურათი

22 დეკემბერი 2023 წელი

ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში დრამის რეჟისურის სპეციალობის სტუდენტის ნაშრომის დაცვა გაიმართა. მაგისტრანტმა მინდია ჩოხარაძემ კობა ცხაკაიას მიხედვით დადგა სპექტაკლი - ,,ნათხოვარი იმედები.’’ნაშრომის ხელმძღვანელია ხელოვნების ისტორიის დოქტორი - პროფესორი ვლადიმერ (ვაჟა) ბიბილეიშვილი, თეატრალური ხელოვნების დოქტორი, ასისტენტი - ნინო დავითაშვილი.სპექტაკლის შემოქმედებითი ჯგუფი:  რეჟისორი - მინდია ჩოხარაძე, მხატვარი - მირანდა გურგენაძე, მუსიკალური გამფორმებელი - მინდია ჩოხარაძე:  მონაწილეობენ: ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრის მსახიობები: რევაზ ხოფერია, მინდია ჩოხარაძე.სპექტაკლი ბავშვობის მეგობრების ისტორიას გვიყვება, რომელთაც ერთმანეთის გარდა არავინ გააჩნიათ ორივე ერთი აზრის,იდეის და ერთი სულიერების მატარებლები არიან. მიუხედავად ძალიან ბევრი მსგავსებისა, მათ შორის მაინც დიდი განსხვავებაა. ყოფა-ცხოვრების სტილი, ყოველდღიური კონფლიქტი უფრო მეტად აღვიძებს და აძლიერებს მათ დაპირისპირებას. მთავარ ამოცანად ყოფითი ელემენტების წინა პლანზე წამოწევაა, სადაც მოქმედი გმირები იმყოფებიან.

უნდა აღინიშნოს, რომ სპექტაკლში მონაწილეობს დამდგმელი რეჟისორი.

ჩვენება მაყურებელმა დადებითად შეფასდა.

 

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031