სტუდენტთა დახმარების პროგრამის ფარგლებში ხელოვნების უნივერსიტეტის 5 სტუდენტი დაჯილდოვდა

სურათი

21 დეკემბერი 2023 წელი

აჭარის ხელოვნების მუზეუმში გაიმართა სტუდენტთა დახმარების პროგრამის ფარგლებში დაფინანსებულ წარჩინებულ სტუდენტებთან შეხვედრა და დაჯილდოება.ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტიდან სიგელი ხუთმა წარმატებულმა სტუდენტმა მიიღო. ესენი არიან: თათული ჩხეიძე (სპეციალობა - აკადემიური სიმღერის - II კურსი), ამირან ბერიძე  (სპეციალობა - არქიტექტურა ბაკალავრიატი - III კურსი), გიორგი დავითაძე (სპეციალობა - კულტურის მენეჯმენტი ბაკალავრიატი - III კურსი),  მარიამ საგინაძე (სპეციალობა - სამოსის დიზაინი).სტუდენტთა დახმარების პროგრამის ფარგლებში დაფინანსებას იღებენ სტუდენტები, რომლებიც სწავლობენ საქართველოში მოქმედ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ბაკალავრიატის, მაგისტრატურის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებულ საბაკალავრო-სამაგისტრო, ვეტერინარიის სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგიის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე.”აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა, აჭარის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლებთან ერთად, მიულოცა სტუდენტებს წარმატება. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031