მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალი „ოქროს მტევანი"

სურათი

თელავში, გაიმართა მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო ფესტივალი „ოქროს მტევანი.“ ფესტივალზე წარდგენილი იყო ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტთა სამი ფილმი.

ნომინაციაში  ,,საუკეთესო რეჟისურა” გამარჯებულის პრიზი გადაეცა მირიან ორაგველიძესა და საბა ქარელს  - ფილმისთვის  ,,მამის პორტრეტი ინტერიერში.''

ფესტივალის  ,,ჟიურის სპეციალური პრიზი” წარდგენილ ორ ფილმს გადაეცა:  ,,ომს მიღმა''

რეჟისორი - მერცია ქუთათელაძე,  ,,რონინის აღსარება,'' რეჟისორი -  გიორგი ხუხუნაიშვილი.

ვულოცავთ სტუდენტებს მიღწეულ შედეგებს და ვუსურვებთ წარმატებებს! ფესტივალზე ,,ოქროს მტევანი”  დოკუმენტური ფილმების სექციაში, ჟიურის სხვა საერთაშორისო წევრებთან  ერთად, მიწვეული იყო კინორეჟისორი, ასისტენტ-პროფესორი ირაკლი კიკვაძე. ფესტივალის დირექტორია  ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ლექტორი, კინორეჟისორი - გია დიასამიძე.

 

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031