„საზღვაო ქვეყნის ლურჯი პოლიტიკა“

სურათი

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით 20 სექტემბერს  სამეცნიერო-საგანმანათლებლო ღონისძიება პიკნიკი „საზღვაო ქვეყნის ლურჯი პოლიტიკა“ გაიმართა. იგი მიზნად ისახავდა სამეცნიერო კვლევებისა და ინოვაციების პოპულარიზაციას დამსწრე საზოგადოებისათვის და განსაკუთრებით, მოსწავლე ახალგაზრდობისათვის. ღია ცის ქვეშ გამართულ პავილიონებში საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები დამთვალიერებლებს სთავაზობდნენ საკუთარ ბაზაზე შექმნილ სამეცნიერო-საგანმანათლებლო აქტივობებს. წარმოდგენილი იყო შავი ზღვისა და ზღვისპირა რეგიონის ბიომრავალფეროვნების, ეკოლოგიის, ბუნებრივი რესურსების, კლიმატის, სოციალურ-ეკონომიკური, პოლიტიკური, კულტურულ-ისტორიული და სხვა მიმართულებით არსებული უახლესი სამეცნიერო კვლევების პრეზენტაცია, გამოფენები, კონფერენცია, ვორკშოპები, შემეცნებითი ვიქტორინები, ექსპერიმენტები მოსწავლეებისათვის და სხვა აქტივობები. ბათუმის ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტი ღონისძიებაში წარმოდგენილი იყო აკადემიური პერსონალის   ფერწერული ნამუშევრებით. დამთვალიერებლის დიდი ინტერესი გამოიწვია ქვაზე ხატვის მასტერკლასმა. პედაგოგ ირინა ტორონჯაძის დახმარებით 100-მდე მოსწავლემ სამახსოვროდ წაიღო საკუთარი ხელით მოხატული ზღვის ქვები.

 

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031