ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს უნივერსიტეტის ლოგოტიპის შესაქმნელად

სურათი
 

ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს უნივერსიტეტის ლოგოტიპის შესაქმნელად.

 

 

  ვადა: 2023 წლის 15 სექტემბრის ჩათვლით


 

საკონკურსო დავალება:

 

  • ლოგოტიპი უნდა გამოხატავდეს ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის საქმიანობის არსს, მისიას და სპეციფიკას;
  • პასუხობდეს თანამედროვე სტანდარტებს და ორიენტირებული იყოს მომავალზე
  •  იყოს მარტივი, ადვილად აღქმადი, დამახსოვრებადი და ლაკონური;
  • კონკურსანტმა უნდა  შექმნას  ვიზუალური იდენტობა, სადაც აღწერილი იქნება ვიზუალური კონცეფცია და ლოგოტიპის იდეა.
  • ლოგოტიპი წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ და ინგლისურ ენებზე.
  • განსაზღვრული უნდა იყოს ლოგოტიპის გამოყენების პირობები, როგორიცაა პროპორციები, სივრცეები, გამოტოვებული ველები. ასევე მაქსიმალური და მინიმალური ზომები.
  • ლოგოტიპის ელექტრონული ვერსია წარმოდგენილი უნდა იყოს, როგორც ფოტო, ასევე ვექტორულ ფორმატში: PNG, EPS, CDR, AI, PDF ფაილების სახით.
  • კონკურსანტმა უნდა შექმნას კორპორატიული ფერების პალიტრა, წარმოადგონოს კორპორატიული ფონტები.
  • კონკურსანტმა ლოგოტიპის, კორპორატიული ფერებისა და ფონტების გამოყენებით უნდა წარმოადგინოს ვიზუალური იდენტობის გაშლა.
  • შეიმუშაოს კორპორატიული სტილი და მოახდინოს ვიზუალიზაცია: (ბლანკი, კონვერტი, სავიზიტო ბარათი, ბუკლეტი, იმეილის ხელმოწერა, ბილბორდი, პოსტერი, მაისური, ნაჭრის ჩანთა, ქოლგა, დროშა, ჭიქა, კალამი.)
  • არ უნდა შეიცავდეს პლაგიატს.
  •  ლოგოტიპმა უნდა შექმნას შემდეგი ასოციაცია:

შემოქმედი;

ინოვაციური;

შრომისმოყვარე;

თავისუფალი;

აკადემიური.

 
უნივერსიტეტის მახასიათებლები:

  • ახალგაზრდები, როგორც პრიორიტეტი.
  • შემოქმედებითი პროცესი;
  • ხარისხიანი სახელოვნებო განათლება;
  • სამეცნიერო კვლევა;
  • სტუდენტებში შემოქმედებითი უნარ-ჩვევების გამომუშავაება;
  • აკადემიური ცოდნის ხელმისაწვდომობა;

 

უნივერსიტეტის საქმიანობის, მისიისა და მიზნების შესახებ მეტი ინფორმაციის   მისაღებად იხილეთ უნივერსიტეტის ვებ გვერდი : www.batu.edu.ge

 

       უნივერსიტეტი იტოვებს უფლებას ლოგოტიპის დიზაინში ავტორთან შეთანხმებით, შეიტანოს მცირე ცვლილებები.

 

       გამარჯვებულ ლოგოტიპს გამოავლენს საკონკურსო კომისია, რომელიც ნამუშევრებს შეაფასებს შემდეგი კრიტერიუმით:  ვიზუალური მხარე, შინაარსი.
      კომისია საუკეთესო ნამუშევარს გამოავლენს კონფიდენციალური შერჩევის გზით, კონსესუსის პრინციპით.

       

      კონკურსშიმონაწილეობის მიღება შეუძლია როგორც ფიზიკურ, ასევე იურიდიულ პირს.
 

      კონკურსში მონაწილეობის მსურველმა უნდა წარმოადგინოს:

  • პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი (ფიზიკური პირი) იურიდიულმა პირმა საიდენტიფიკაციო კოდი;
  • ლოგოტიპის გრაფიკული დიზაინის ნიმუში/ნიმუშები და მათი კონცეფციის მოკლე აღწერა.

 

      ანაზღაურება: 2000 (ორი ათასი) ლარი (საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით განსაზღვრული გადასახადების ჩათვლით).

 

           საკონკურსო ნამუშევრები გამოგზავნეთ ელ.ფოსტაზე :info@batu.edu.ge

 

 

 

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031