სამუშაო შეხვედრა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრ გიორგი ამილახვართან

სურათი

07-09.07.2023

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა, ლოპოტა სპა რეზორტში, სახელმწიფო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების რექტორებსა და წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.  შეხვედრაზე განხილულ იქნა სახელმწიფო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების დაფინანსების ახალი მოდელი, რომლის პროექტიც შემუშავდა მსოფიო ბანკის დაფინანსებით. მინისტრთან სამუშაო შეხვედრას ესწრებოდნენ ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი - თემურ კეჟერაძე და განათლების, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი - პროფესორი ერმილე მესხია. დაფინანსების ახალ მოდელზე ეტაპობრივად გადასვლა, ნავარაუდებია, 2024-2025 წლიდან.

 

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031