წარმატებულ სარეჟისორო ნაშრომთა ჩვენება თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრის სცენაზე

სურათი

11-12.07.2023

ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრისა და ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის თანამშრომლობის ფარგლებში, სახელმწიფო თეატრის სცენაზე, დრამის რეჟისურის სპეციალობის წარმატებული მაგისტრანტების ნაშრომთა ჩვენება მოეწყო. 11 ივლისს, რეჟისორმა ვანო მაღლაკელიძემ წარმოადგინა სპექტაკლი ,,კაპელდინერი,” რომელიც დაიდგა ბათუმელი დრამატურგის - მარიამ სალუქვაძის ნაწარმოების მიხედვით და მასში მონაწილეობდა ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრის მსახიობი - სალომე დოლიძე.

მონოდრამის სარეკომენდაციო ასაკი: 16+.

12 ივლისს, მაგისტრანტმა გიორგი ჩავლეშვილმა წარმოადგინა სპექტაკლი: ,, ეჰ, ჯო''

სპექტაკლის რეჟისორიც და მსახიობიც გიორგი ჩავლეშვილი გახლდათ. ნაშრომის ხელმძღვანელი: ხელოვნების ისტორიის დოქტორი - პროფესორი ვლადიმერ (ვაჟა) ბიბილეიშვილი, ასისტენტი - თეატრალური ხელოვნების დოქტორი,  ნინო დავითაშვილი.

სახელმწიფო თეატრის სცენა წარმატებულ ნაშრომებს სამომავლოდაც დაეთმობა.

 

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031