დრამის რეჟისურის სამაგისტრო ნაშრომების დაცვა

სურათი

04-05.07.2023

ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში, სახვითი, სასცენო და კინო-ტელე ხელოვნების ფაკულტეტზე, დრამის რეჟისურის სპეციალობის მიმართულებით, სამაგისტრო ნაშრომების დაცვა გაიმართა. მაგისტრანტი გიორგი ჩავლეშვილი მაყურებლის წინაშე სემუელ ბეკეტის მიხედვით დადგმული სპექტაკლით -  ,,ეჰ ჯო’’ წარსდგა, სადაც რეჟისორიც და მსახიობიც თვითონ გახლდათ. მაგისტრანტმა ვანო მაღლაკელიძემ,  ბათუმელი დრამატურგი - მარიამ სალუქვაძე აუდიტორიას კიდევ ერთხელ წარუდგინა სპექტაკლით -  ,,კაპელდინერი.’’მონოდრამაში დაკავებული გახლდათ ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრის მსახიობი - სალომე დოლიძე. სამაგისტრო ნაშრომის ხელმძღვანელი: ხელოვნების ისტორიის დოქტორი - პროფესორი ვლადიმერ (ვაჟა) ბიბილეიშვილი, თეატრალური ხელოვნების დოქტორი, ასისტენტი - ნინო დავითაშვილი. სპექტაკლების ჩვენებებმა ანშლაგით ჩაიარა და კათედრამ წარმატებულ ნაშრომებად.

 

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031