სტუდენტური დღეები, II დღე

13.06.2023
13 ივნისს, ვოკალურ და ინსტრუმენტულ ნაწარმოებებთან ერთად, რიტმულ-ქორეოგრაფიული ეტიუდების ჩვენება გაიმართა, გაგრძელდა სტუდენტთა და ლექტორ-მასწავლებელთა ნამუშევრების გამოფენა. ორდღიანი სტუდენტური დღეები სპექტაკლის ჩვენებით დასრულდა. სტუდენტებმა წარმოადგინეს ეპიზოდი სპექტაკლიდან - ,,ანტიგონე.’’ 13 ივნისს გაიმართა წარმატებულ სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა დაჯილდოება.რექტორმა თემურ კეჟერაძემ, სტუდენტური დღეები დადებითად შეაფასა, წარმატებულ სტუდენტებს სიგელები გადასცა და კურსდამთავრებულ სტუდენტებს პირველი საფეხურის დასრულება მიულოცა. უნივერსიტეტი მადლობას უხდის კურსდამთავრებულს - გვანცა ბეშქენაძესა და მის ბრენდს - Zodiac_12X4, ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიულ სახელმწიფო თეატრს - მხარდაჭერისთვის.
სიახლეების კალენდარი
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
1 | 2 | 3 | ||||
4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 |
11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 |
18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 |
25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 | 31 |