სოციალური-მეწარმეობის პროექტი

სურათი

 2023 წლის 6 ივლისს, 14:00 საათზე, ზუგდიდის ტექნოპარკში the Coca-Cola Foundation-მა, Coca-Cola Bottlers Georgia-მ, USAID/Georgia-მ და „ჯუნიორ ეჩივმენტი საქართველო“-მ სოციალური მეწარმეობის პროექტის, „საქართველოს ახალგაზრდა ქალთა ეკონომიკური გაძლიერება“, დასრულება აღნიშნეს. ღონისძიებას ესწრებოდნენ აჭარის ა.რ. განათლების  კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენელი ქალბატონი თეა ჭანტურიშვილი, ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტიდან  სტუდენტები: სალომე დავითაძე, მარიამ თავდგირიძე და ბიზნესგეგმების კონკურსის ფარგლებში მიღებული გრანტების მფლობელები მერი ზეიშვილი და მირა ვანილიში.

 ღონისძიების მიზანი იყო, როგორც პროექტის განხირციელების ერთი წლის განმავლობაში მიღწეული შედეგებისა და ბიზნესგეგმების კონკურსის ფარგლებში გაცემული გრანტების საფუძველზე განხორციელებული ახალგაზრდული სოციალური მეწარმობის იდეების წარმოჩინება, ისე the Coca-Cola Foundation-ის პარტნიორობის როლის ხაზგასმა USAID/GEORGIA-თან ახალგაზრდა ქალთა სოციალური მეწარმეობის მხარდაჭერაში. ამ პროექტით 60 საგანმანთლებლო ორგანიზაციაში 1200-ზე მეტ ახალგარდას განუვთარდა სამეწარმეო კომპეტენციები, 200-ზე მეტმა ბიზნესგეგმების კონკურსში მიიღო მონაწილობა და 46-ს დაუფინანსდა. აღსანიშნავია, რომ მატერიალური გრანტის ყველა მიმღები ეფექტიანად უძღვება მეურენობას, და ეს ახლაგარდზები ახლო მომავლაში გააფართოვებენ თავაინთ წამოწყებას, რაც ადგილობრივ ეკონომიკურ მდგომარეობას მნიშვნელოვნად განავითარებს.

 ზუგდიდის ტექნოპარკის ეზოში შეკრებილ სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაეთვალიერებინათ პროექტის ფარგლებში დაფინანსებული ახალგაზრდების მიერ წარმოებული პროდუქტების გამოფენა. სიტყვით გამოვიდნენ და პროექტის შესახეხ ისაუბრეს, USAID/Georgia-ს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ზუგდიდისა და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლები. მიმართვების მიწურულს, „ჯუნიორ ეჩივმენტი საქართველო“-ს დირექტორის მოადგილემ, ელენე რთველაძემ შეაჯამა პროექტი და წარადგინა მოკლე ვიდეო სახელწოდებით, „ცხოვრება პროგრამა „იყავი მეწარმე“-ს შემდეგ”. 

https://youtube.com/shorts/p5gsdFRVkQ0?feature=share

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031