ტრენინგი პროექტების მართვა

სურათი

ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში გაიმართა ორდღიანი

ტრენინგი თემაზე - „პროექტების მართვა.“ მას  საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის პროექტების მართვის ხელმძღვანელი,  საერთაშორისო კულტურულ ურთიერთობათა მენეჯერი,  ა(ა)იპ ხელოვნება მომავლისათვის დამფუძნებელი, PR და ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციების სპეციალისტი   

სოფიო ლობჟანიძე უძღვებოდა.

მომხსენებელმა მიმოიხილა შესავალი კურსი: რას გულისხმობს პროექტის მართვის სამკუთხედი, რა არის პროექტის მენეჯერის მოვალეობა, სამუშაოს დაშლის სტრუქტურა,

ძირითადი განმარტებები, პროექტის წერისას გასათვალისწინებელი საკითხები და განხორციელების ეტაპები.

ტრენინგზე, გუნდური მუშაობის პრინციპით, როგორც სხვადასხვა ფაკულტეტის ბაკალავრისა და მაგისტრატურის სტუდენტებმა, ისე ლექტორ-მასწავლებლებმა, პრაქტიკული სამუშაო - საპროექტო განაცხადის ინიცირება-შედგენაზე იმუშავეს.

შედგა გუნდების მიერ მომზადებული საპროექტო განაცხადების განხილვა - პრეზენტაცია,

ტრენერმა გასცა რეკომენდაციები. ორდღიანი ტრენინგი სერთიფიკატების გადაცემით დასრულდა.

ტრენინგის ორგანიზატორი გახლდათ - შემოქმედებითი პროექტების მართვისა და სტუდენტთა კარიერული მხარდაჭერის განყოფილების უფროსი - მირანდა ბაღდადიშვილი.

 

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031