თეა ჭანტურიშვილის საჯარო ლექცია პაოლო სორენტინოს შემოქმედება
![გადიდება სურათი](http://batu.edu.ge/text_images/ge_pic_3723_1_s.jpg)
,,შეეცადეთ თქვენი თანამოაზრეები გყავდეთ ახლოს, ისინი, ვისთანაც უხილავი ძაფი გაკავშირებთ.”
თეა ჭანტურიშვილი
აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საერთაშორისო და საზოგადოებასთან ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსმა - თეა ჭანტურიშვილმა, ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში, საჯარო ლექცია გამართა, რომელიც იტალიელი რეჟისორის - პაოლო სორენტინოს ცხოვრებასა და შემოქმედებას ეხებოდა. თანამედროვეობის ერთ-ერთი გამორჩეული რეჟისორის ფილმები სხვადასხვა ფესტივალის პრიზიორებია.
მომხსენებელმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ფილმზე ,,დიდებული სილამაზე” და სერიალ ,,ახალგაზრდა პაპზე“, რომლებშიც მკვეთრადაა გამოხატული რეჟისორის ესთეტიკა და საავტორო ხელწერის თავისებურებები.