მაია გერსამიას მასტერკლასი

სურათი

,,მე ყველაფერს ვაკეთებ ხელით, უნდა გრძნობდეთ მასალას.’’

მაია გერსამია

ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში ასოცირებული პროფესორის,  მხატვარ  მაია გერსამიას მასტერკლასი გაიმართა, რომელიც  პასტელით მხატვრობის სპეციფიკას ეხებოდა.  მასტერკლასში მონაწილეობა მიიღეს სამოსის  დიზაინის,  არქიტექტურის, ხელოვნებათმცოდნეობის, სამსახიობო ოსტატობის, აკადემიური სიმღერის  სპეციალობის სტუდენტებმა.  პასტელით ხატვით დაინტერესება  მაღალი იყო, რამდენიმე საათში  ორმოცამდე ნამუშევარი შეიქმნა. მასტერკლასს   სხვადასხვა კომპოზიციებით   მუსიკალური თანხლება გაუწიეს  ანრი კაკაბაძემ, გიორგი ბახტაძემ და ზურაბ ჯეგნარაძემ. ღონისძიების  დასასრულს მოეწყო  მონაწილეთა ნამუშევრების გამოფენა. 

მასტერკლასის ორგანიზატორები: ასოცირებული პროფესორი მაია გერსამია, უნივერსიტეტის თვითმმართველოვის თავმჯდომარე მათე კონჯარია.

 

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031