ნოდარ ანდღულაძის საერთაშორისო კონკურსი

სურათი

2023 წლის 18-20 მაისს, თბილისში, ევგენი მიქელაძის სახელობის სამუსიკო სკოლაში ნოდარ ანდღულაძის სახელობის საერთაშორისო კონკურსი გაიმართა. კონკურსი ორ ტურს მოიცავდა და ჰყავდა საერთაშორისო ჟიური. ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტიდან ოთხმა სტუდენტმა კონკურსის  C და  D კატეგორიაში მიიღო მონაწილეობა, რაც 22 წლამდე და 22 წელს ზევით ასაკის კონკურსანტთა შორის ასპარეზობას გულისხმობს. თითოეულმა კონკურსანტმა 4 ნაწარმოები შეასრულა. ნოდარ ანდღულაძის სახელობის საერთაშორისო კონკურსზე გრან პრი და მოწინავე ადგილები ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებმა გაინაწილეს.  

გრან პრის მფლობელები გახდნენ: სოპრანო - ცირა ხაბაზი, ბარიტონი - გიორგი გორჯელაძე, II ადგილი - დიანა ფალავანდიშვილმა და III ადგილი - მეგი ბაჯელიძემ დაიკავეს.

უნივერსიტეტი ულოცავს პროფესორ თამაზ ცერიაშვილს,  პროფესორ ნოდარ ვარშანიძესა და ტუდენტებს და უსურვებს წარმატებებს!

 

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031