მემორანდუმი აჭარის ტელევიზიასთან

სურათი

ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტსა და საზოგადოებრივ მაუწყებელ  „აჭარის ტელევიზია და რადიოს“  შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

,,ტელევიზიისა და ჩვენი უნივერსიტეტის თანამშრომლობა სტუდენტთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობაზეა ორიენტირებული“ -  რექტორი  თემურ კეჟერაძე.

,,ჩვენი თანამშრომლობით, მნიშვნელოვანია სტუდენტთა იდეების გამოვლენას შევუწყოთ ხელი’’  - მაუწყებლის დირექტორი  ვლადიმერ ტატიშვილი.

მემორანდუმის გაფორმების შემდეგ, გაიმართა სამუშაო შეხვედრა სახვითი, სასცენო და კინო-ტელე ხელოვნების ფაკულტეტის  კინო - ტელე ხელოვნების  დეპარტამენტის   ლექტორ-მასწავლებლებთან. დაიგეგმა ერთობლივი პროექტების განხორციელება.

 

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031