2023 წლის 23 მარტს აკადემიური პერსონალისათვის ჩატარდა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის მარინე გიორგაძის ტრენინგი

სურათი

2023 წლის 23 მარტს აკადემიური პერსონალისათვის  ჩატარდა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის  მარინე გიორგაძის ტრენინგი თემაზე: უნივერსიტეტის მისია, სტრატეგიული განვითარების გეგმა,  საგანმანათლებლო პროგრამების მიზნები და შედეგები,  საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის პროცესი და პროგრამის შეფასების კრიტერიუმები. ტრენინგის მონაწილეები გაეცნენ  უნივერსიტეტის მისიის, სტრატეგიული განვითარების გეგმის მნიშვნელობას და მათთან საგანმანათლებლო პროგრამების მიზნებისა და შედეგების  შესაბამისობის, ასევე  საგანმანათლებლო პროგრამების სააკრედიტაციოდ წარდგენისა და პროგრამის შეფასების კრიტერიუმებთან დაკავშირებულ საკითხებს.

ტრენინგი მომზადებულია ,,Erasmus+”-ის ინსტიტუციური განვითარების პროექტის - „რეგიონული უნივერსიტეტების როლი რეგიონის განვითარებაში”  (RURD – Role of Universities in the Regional Development) - ფარგლებში. ტრენინგის მონაწილეებს გადაეცა სერტიფიკატები.

 

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031