2023 წლის 5-6 აპრილს, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მხარდაჭერით, ვენეციის ბენედეტო მარჩელოს კონსერვატორიამ და კავანის სასახლემ, ლექცია-კონცერტს სახელწოდებით - „ქართული საოპერო მუსიკა“ უმასპინძლა.

სურათი

2023 წლის 5-6 აპრილს, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მხარდაჭერით,

ვენეციის ბენედეტო მარჩელოს კონსერვატორიამ და კავანის სასახლემ, ლექცია-კონცერტს სახელწოდებით - ,,ქართული საოპერო მუსიკა“ უმასპინძლა.

ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის პროფესორის - ხათუნა მანაგაძის წარმოდგენილმა ლექცია-პრეზენტაციამ ასახა ქართული საოპერო კულტურის ისტორია მე-19 საუკუნის II ნახევრიდან - თანამედროვებამდე.

უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებმა,  ამჟამად ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის სოლისტებმა - ირმა ჟღენტმა და ეთერ ხალვაშმა, პიანისტ ნინო ნიშნიანიძესთან ერთად, შეასრულეს ფრაგმენტები ქართული ოპერებიდან.

შესრულდა ქართული საოპერო ნაწარმოებების დუეტები ვენეციის კონსერვატორიის სტუდენტებთან ერთად.

ჩინეთიდან ტენორმა - ჰაოტიან მამ და უკრაინიდან ბარიტონმა - სტეფან პოლიშჩუკმა,

წარმოადგინეს მალხაზის და აბდულ-არაბის პარტიები ზაქარია ფალიაშვილისა და დიმიტრი არაყიშვილის ოპერებიდან.

სპეციალურად კონცერტისთვის სტეფან პოლიშჩუკიმა შეასრულა დ. არაყიშვილის რომანსი ,,ღამეა ბნელი.“

კონცერტში მონაწილეობა მიიღო ხელოვნების უნივერსიტეტის კურსდამთავრებულმა, ანტვერპენში მცხოვრებმა - მურთაზ (ბაშა) ბაშელეიშვილმა.

ქართული დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში გაიმართა აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე - აკაკი ძნელაძისა და პროფესორ ხათუნა მანაგაძის შეხვედრა კონსერვატორიის დირექტორ რობერტო გოტიპავეროსა და კონსერვატორიის საერთაშორისო დეპარტამენტის ხელმძღვანელ ჩეჩილია ფრანკინისთან.

ლექცია-კონცერტების მიზანია ქართული საოპერო კულტურის პოპულარიზაცია საქართველოს ფარგლებს გარეთ

▫️პროექტის მხარდამჭერია: ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი.

 

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930