ირაკლი კახიძის მასტერკლასი

სურათი

ორშაბათს, 3 აპრილს, 13:00 სთ-ზე, ბათუმის ზაქარია ფალიაშვილის  სახელობის  სამუსიკო სკოლის,  თერთმეტწლედის   დიდ  დარბაზშიგაიმართა მსოფლიოში აღიარებული ტენორის - ირაკლი კახიძის მასტერკლასი.     

ევროპასა და აზიაში მოღვაწე ტენორი ირაკლი კახიძე, ქალაქ   მანჰაიმის   (გერმანია)  ნაციონალური    თეატრის    სოლისტი, ღირსების  მედალოსანი და საპატიო  ბათუმელი გახლავთ.

მასტერკლასი, საკუთარი ინიციატივით,  უნივერსიტეტისადმი მადლიერებისა და მხარდაჭერის გამოსახატად, პირველად გამართა, როგორც ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის წარმატებულმა  კურსდამთავრებულმა.

მასტერკლასში მონაწილეობა მიიღო  ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის მუსიკის ფაკულტეტის  აკადემიური   სიმღერის   სტუდენტებმა, ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის საოპერო დასის სოლისტებმა და სტაჟიორებმა.

ტენორ ირაკლი კახიძის მასტერკლასმა საოპერო მიმართულებით კონსულტაციები მოიცვა და  ხუთ საათს გაგრძელდა.

მასტერკლასზე მაესტრომ რამდენიმე რჩეული სტუდენტი გამოჰყო და დიდი მომავალი უწინასწარმეტყველა.

,,სტუდენტებს ვურჩევ - იშრომონ ძალიან ბევრი და ზუსტად ის გააკეთონ  ცხოვრებაში, რასაც გრძნობენ თვითონ სწორად.’’

ირაკლი კახიძე

მასტერკლასის ინიციატორები: ტენორი ირაკლი  კახიძე, რექტორი - პროფესორი თემურ კეჟერაძე.

მასტერკლასის ორგანიზოტერები გახლდათ ტენორი ირაკლი კახიძე და პროფესორი თამაზ ცერიაშვილი.

 

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031