„ხელოვნებათმცოდნეობითი ეტიუდები“ - სამეცნიერო ნაშრომების კრებულის IX ტომი გამოიცა

სურათი

ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სამეცნიერო ნაშრომების კრებული - „ხელოვნებათმცოდნეობითი ეტიუდები“ IX ტომი გამოიცა. 2022.

კრებულის თემატიკა მოიცავს კულტურისა და სახელოვნებო მეცნიერებების საკითხთა ფართო სპექტრს.

ნაშრომების კრებული განკუთვენილია სახელოვნებო მიმართულების მკვლევარებისა და სტუდენტებისათვის, ხელოვნებისა და კულტურის ისტორიით დაინტერესებული მკითხველისათვის.

მთავარი რედაქტორი - პროფესორი მაია ჭიჭილეიშვილი,

IX ტომის რედაქტორი პროფესორი - სოფიო თავაძე.

ტომი მომზადდა ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსტეტის სამეცნიერო-საგამომცემლო განყოფილების ბაზაზე. კრებული იბეჭდება 2008 წლიდან (ISSN 1987-5851). კრებულის   სარედაქციო საბჭო შედგება საქართველოს სხვადასხვა სახელოვნებო უმაღლესი სასწავლებლების  პროფესორებისაგან:

ბათუმის ხელოვნების სასწავლო  უნივერსიტეტი:  ერმილე მესხია, ხათუნა მანაგაძე, ქეთევან  გოგოლაძე, ინგა ხალვაში, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და  კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი -ლელა ოჩიაური, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია - ანა კლდიაშვილი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი  - თამარ სირაძე. (ინგლისური ტექსტის რედაქტორი).

კრებული - ,,ხელოვნებათმცოდნეობითი ეტიუდები“ (IX ტომი) მოიცავს როგორც ქართველი, ისე უცხოელი პროფესორ-მასწავლებლების ნამუშევრებს, ქართულ, ან ინგლისურ ენაზე. მასში წარმოდგენილია:

ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტის, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს ეროვნული მუზეუმის, საქართველოს საპატრიარქოს საეკლესიო ხელოვნების კვლევის ცენტრის, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის, თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის,  ნიკო ბერძენიშვილის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმის,  ბორის გრინჩენკოს კიევის უნივერსიტეტის, თურქეთის ჰაჯეტეპეს უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებელთა და მკვლევართა ნაშრომები. კრებული მომზადდა ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო სასწავლო უნივერსტეტის სამეცნიერო-საგამომცემლო განყოფილების ბაზაზე და იბეჭდება 2008 წლიდან.

წიგნის ელ-ვერსია ხელმისაწვდომია სასწავლო უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე - www.batu.edu.ge [ http://batu.edu.ge/sub-10/books/1/index.html ]

 

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930