სასცენო მოძრაობის მასტერკლასები შოთა გეგიაძისგან

სურათი

2023 წლის 2, 3 და 4 მარტს,   ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო სასწავლო  უნივერსიტეტში,

გაიმართა თეორიულ-პრაქტიკული მასტერკლასი სასცენო მოძრაობაში.

მასტერკლასებს უძღვებოდა  საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პედაგოგი, თეატრალური ხელოვნების დოქტორი - შოთა გეგიაძე.

სამდღიან მასტერკლასში  სამსახიობო ხელოვნების საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებსაც შეეძლო მონაწილეობის მიღება.

სწავლა-სწავლება ლეონარდო და ვინჩის სურათის - ,,საიდუმლო სერობა გაცოცხლებით დასრულდა. სასცენო მოძრაობის ელემენტებით დატვირთულ მინიატურულ დადგმაში პირველ და მეორე კურსელებთან ერთად ლექტორ-მასწავლებლები - მანანა ხელაია, თეა ცაგურია და თამარ ბერიძე იყვნენ ჩართულნი.

 ,,დაახლოებით 12-15 წელია რაც ბატონ შოთასთან ვთანამშრომლობთ და ყოველ ჯერზე მაესტროსგან ახალს ვსწავლობთ. ეს მასტერკლასები როგორც დამწყები, ისე შემდგარი მსახიობისთვის შეუფასებელი შესაძლებლობაა.”- ამბობს მასტერკლასის ორგანიზატორი და ასისტენტი, ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სასცენო ხელოვნების დეპარტამენტის ასისტენტ-პროფესორი, თეატრალური ხელოვნების დოქტორი - თამარ ბერიძე.

,,მიხარია, რომ სურვილი სამომავლო თანამშრომლობის უშუალოდ ბავშვებისგან მოდის.

მიმაქვს მხოლოდ და მხოლოდ კარგი შეგრძნებები. წარმატებებს ვუსურვებ ბავშვებს და უნივერსიტეტს! ” 

შოთა გეგიაძე

მასტერკლასების პროცესი რექტორმა თემურ კეჟერაძემ სტუდენტებისთვის საჭირო განმავითარებელ აუცილებლობად შეაფასა.

 

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930