2022 წლის 28 ნოემბერს ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის სცენაზე შედგა ბათუმის II საერთაშორისო კინოფესტივალის „LemON” საზეიმო დახურვა.

სურათი

2022 წლის 28 ნოემბერს ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის სცენაზე შედგა ბათუმის II საერთაშორისო კინოფესტივალის ,,LemON” საზეიმო დახურვა.

კინოფესტივალი საზეიმოდ გაიხსნა 2022 წლის 23 ნოემბერს ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტში.

კინოფესტივალის ფარგლებში საკონკურსო პროგრამაში 25 ქვეყნიდან წარმოდგენილი იყო 47 კონკურსანტის სადებიუტო და სტუდენტური ფილმები. ფესტივალზე კონკურსებში გამარჯვებულები გამოავლინა საერთაშორისო ჟიურიმ:

1. ირინა რომანჩენკო - უკრაინა

2. მალგოზლატრა იმეილსკა - პოლონეთი

3. ილეანა სტანჯულესკუ - რუმინეთი

4. ნიკონ რომანჩენკო - უკრაინა

5. მამუდ ყაფარი - ირანი

6. ნანა ჯორჯაძე - საქართველო

7. რუსუდან გლურჯიძე - საქართველო

8. გრანაზ მოუსავი - ავსტრალია

საზეიმო ღონისძიებას ესწრებოდნენ აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი, მინისტრის მოადგილე აკაკი ძნელაძე, კულტურის დეპარტამენტის უფროსი თამარ გუდავა, ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე სოფო ხალვაში .

კინოფესტივალზე დამფუძნებლებმა დააწესეს ზაზა ხალვაშის სახელობის პრიზი, რომელიც პირველად გამარჯვებულებს გადასცა ზაზა ხალვაშის ქალიშვილმა სალომე ხალვაშმა.

კინოფესტივალის ,,LemON" გამარჯვებულები დააჯილდოვეს ფესტივალის დამფუძნებლებმა, საერთაშორისო ჟიურიმ და ფესტივალის მხარდამჭერებმა.

სადებიუტო ფილმების საერთაშორისო კონკურსი

ჟიურის სპეციალური მოხსენება (დიპლომი)

თინათინ და ხვიჩა ემირიძე, ,,შავი ზღვა“, საქართველო

ჟიურის სპეციალური მოხსენება (დიპლომი)

სტუვ ლი, ,,დაკარგული მარგალიტი“, ჰონგ კონგი

ჟიურის სპეციალური პრიზი

სოგოლ რეზვანი, თეთრი ჯუჯა“, ირანი

საუკეთესო რეჟისურა

რენატო ვალონე, ,,ნაპერწკალი“, ბრაზილია

საუკეთესო ფილმი -

მაქსიმ ლუკაშოვი, ,,მეორე ქარი“, უკრაინა

საუკეთესო ანიმაცია

დე-ჩუენ ვუ, ,,ალისა სანაპიროზე“, ტაივანი

ჟიურის სპეციალური მოხსენება

მარიამ კაპანაძე, ,,მიტოვებული სოფელი“, საქართველო

სტუდენტური ფილმების საერთაშორისო კონკურსი

ჟიურის სპეციალური მოხსენება (დიპლომი)

ლიმონის სტუდენტური ფილმების საერთაშორისო კონკურსის ყველა უკრაინულ ნამუშევარს

ჟიურის სპეციალური პრიზი

ანა გონჩაროვა, ,,სხვა დღე“, უკრაინა

საუკეთესო რეჟისურა

ანი მრელაშვილი, ,,ერთი კილო სამი ევრო“, საქართველო

საუკეთესო ფილმი

ნიკოლოზ ვერძაძე, ,,აღდგომა“ , საქართველო

ზაზა ხალვაშის სახელობის დიპლომი

რონინის აღსარება - გიორგი ხუხუნაიშვილი

ტვირთი- მირანდა ნამიჭეიშვილი

დირექციის სპეციალური მოხსენება (დიპლომი)

მერცია ქუთათელაძე, ,,ომს მიღმა“ , საქართველო

Special mention of lemON direction

დირექციის სპეციალური მოხსენება (დიპლომი)

მირიან ორგველიძე, ,,ქარიფანტიები“, საქართველო

„LemON” ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტისა და ,,არტ საზოგადოება - ლიმონარიუმის” ერთობლივი პროექტია.

ფესტივალის მხარდამჭერები არიან: აჭარის მთავრობა, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ბათუმის მერია და საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი.

 

 

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728