სტუდენტთა საყურადღებოდ!

სურათი
2022 წლის 9 ნოემბერს, 14:00 საათზე, უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში (მესამე სართული, ოთახი 303) ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის წარმომადგენლები, ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის სტუდენტებთან გამართავენ შეხვედრას.


შეხვედრაზე ისაუბრებენ ორგანიზაციის მიერ განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებზე, ახალგაზრდებს ცენტრის საქმიანობის პრინციპს გააცნობენ და აუხსნიან, თუ როგორ უნდა დარეგისტრირდნენ ცენტრის პლატფორმაზე


გაცნობებთ, რომ 2022 წლის ბოლომდე გელოდებათ ისეთი ღონისძიებები, როგორიცაა: „სითი გეიმი“, „საერთაშორისო ფორუმი“, „სტუდენტური ფესტივალი“, „ლიდერთა სკოლა“, „წარმატების ფორმულა“.


ჩვენი უნივერსიტეტი უკვე რამდენიმე წელია თანამშრომლობს ახალგაზრდობის რეგიონულ ცენტრთან, განხორციელებული გვაქვს ერთობლივი შემოქმედებითი პროექტები. სტუდენტები მონაწილეობდნენ სხვადასხვა შემეცნებით, გასართობ, სოციალურ, სტაჟირებისა და დასაქმების პროგრამებში. 


გთხოვთ დაესწროთ შეხვედრა-პრეზენტაციას.

ქვემოთ მითითებულ ბმულზე შეგიძლიათ გაეცნოთ ორგანიზაციის საქმიანობას და პროექტებს.

 

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930