"დედა კურაჟი" ბათუმის დრამატული თეატრის სცენაზე

სურათი

   ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში 144-ე  სეზონი ბერტოლტ  ბრეხტის  „დედა კურაჟით“ გაიხსნა. რეჟისორმა   გაბრიელ გოშაძემ  დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე  აირჩია  პიესა, რომელიც   ომს ეხმიანებადა გვიჩვენებს მის დამანგრეველ გავლენას   ადამიანების  მომავალზე.

ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტისათვის ეს სპექტაკლი იმ მხრივათაც არის მნიშვნელოვანი, რომ მასში მონაწილეობდნენ  სამსახიობო სპეციალობის მოქმედი და ახალ კურსდამთავრებული  სტუდენტები, რომლებმაც ღირსეული პატრნიორობა გაუწიეს თეატრის  პროფესიონალ მსახიობებს - დავით მამრიკიშვილი, კახაბერ ბრეგაძე, ტამანგო ჯღერია, შორენა სიხარულიძე, შალვა კვარაცხელია,   ზურაბ გორგილაძე და ირაკლი ურუშაძე.

იმედს ვიტოვებთ, რომ  გაგრძელდება  თანამშრომლობა  დრამატულ თეატრსა და  ხელოვნების უნივერსიტეტს შორის, რაც მომავალი მსახიობებისათვის პრაქტიკისა და გამოცდილების მიღების საუკეთესო გზაა.

 

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930