2022 წლის 1- 7 ოქტომბრის ჩათვლით ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის კურსდამთავრებულის ოთარ (ბაჩო) ნაკაშიძის ორგანიზებით უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის ვოკალის მასტერკლასები ჩაატარა მსოფლიოში სახელგანთქმულმა ბულგარელმა ბანმა

სურათი
2022 წლის 1- 7 ოქტომბრის ჩათვლით ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის კურსდამთავრებულის ოთარ (ბაჩო) ნაკაშიძის ორგანიზებით უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის ვოკალის მასტერკლასები ჩაატარა მსოფლიოში სახელგანთქმულმა ბულგარელმა ბანმა, მრავალი საერთაშორისო კონკურსის ლაურეატმა, მეტროპოლიტენ ოპერის, ლასკალას, კოვენტ გარდენის (სამეფო ოპერის თეატრის), ოპერა ბასტილიას და მსოფლიოს ყველა დიდი თეატრის წამყვანმა სოლისტმა, რეჟისორმა და ვოკალური სააგენტოს ხელმძღვანელმა ორლინ ანასტასოვმა.
მასტერკლასებში მონაწილე ვოკალისტების შერჩევის საფუძველზე 2022 წლის 7 ოქტომბერს ბათუმის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის სამუსიკო თერთმეტწლედის საკონცერტო დარბაზში დასკვნით კონცერტში მონაწილეობა მიიღეს უნივერისტეტის მუსიკის ფაკულტეტის სტუდენტებმა ცირა ხაბაზმა და ირაკლი ჯინჭარაძემ.
ორლინ ანასტასოვი ბათუმში იყო შავი ზღვის საერთაშორისო ფესტივალის „ბათუმის რაფსოდია” ფარგლებში ჩატარებულ საერთაშორისო საოპერო კონკურსის – “ოპერის ოქროს ხმა” მოწვეული ჟიურის წევრი.

სიახლეების კალენდარი

ორშსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031